x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134555
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
ლომების პირისპირ
Serengeti National Park


Serengeti National Park, რომლის ფართობი გახლავთ 14763 კვადრატული მეტრი, მდებარეობს ტანზანიაში. აღნიშნულ პარკში 3500-მდე ლომი ცხოვრობს. National Geographic-ის ფოტოგრაფმა Michael Nichols-მა (Nick Nichols) და ვიდეოოპერატორმა Nathan Williamson-მა 2011 წლის ივლისიდან მოყოლებული 2013 წლის იანვრამდე ლომების ცხოვრების ამსახველი უამრავი კადრი გადაიღეს. გადაღებები განხორციელდა 2 დამონტაჟებული კამერით, რომლებიც დისტანციურად იმართებოდნენ, რისი მეშვეობითაც მოახერხეს მტაცებლების ახლო კადრიდან დაფიქსირება. ამ ხნის განმავლობაში 242000 ფოტო და 200 საათი ვიდეო გადაიღეს.


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan WilliamsonLions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson


ლომების ოჯახმა მოინადირა გარეული ღორი. ეს მცირე საკვებიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ პარკში შიმშილის პერიოდში ბოკვრები გამოკვებონ.


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson


ლომებისთვის დღესასწაულია წვიმების სეზონის შემდგომი პერიოდი. ახალი, ხასხასა მწვანე ბალახი საუკეთესო საშუალებაა ანტილოპა გნუს მოსაზიდად.


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson


გვალვიანი სეზონი, ისევე, როგორც ყველა დედაიწის ყველა ადგილას, ამ პარკშიც თითქმის გაუსაძლისია.


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan WilliamsonLions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson

ლომის ბოკვრები პატარაობიდან სწავლობენ ნადირობას. თუმცა ანტილოპა გნუსა და ზებრას მონადირება მათთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს.


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson


ლომის ბოკვერი მამა ლომთან ერთობა.


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson


ლომების შეწყვილების შემდეგ მამა ლომის ადგილი შესაძლოა სხვა ლომმა დაიკავოს, რომელიც მისთვის უცნობ ბოკვრებს ხოცავს.


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson


ლომების ოჯახში ცხოველების რაოდენობამ შეიძლება 30-40-საც მიაღწიოს.


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson


მამრები, როგორც წესი, ნადირობაში მონაწილეობას არ ღებულობენ. ეს ძუ ლომების საქმეა. მამრების ძირითადი საქმე ტერიტორიის დაცვაა. იშვიათად ებმებიან ნადირობის პროცესში, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ საქმე დიდ ცხოველებს ეხება (მაგ. ჟირაფი, კამეჩები და ა.შ.).


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson


მამრებს თავსა და კისერს ფაფარი უმშვენებს. აქ მდებარე თმის სიგრძე 40 სანტიმეტრამდე აღწევს. იგი ეხმარება მამრს სხვა ხვადის დაშინებასა და ძუ ლომისათვის თავის მოწონებაში, თუმცა ჩარლზ დარვინი ამტკიცებდა რომ ფაფრის სქელი ბეწვი ყელს იცავდა კბენისაგან, სწორედ ამიტომ იყო აღიიარებული ლომი უძლეველ ცხოველად და შესაბამისად ცხოველთა მეფედ. მოგვიანებით ეს ჰიპოთეზა უარჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფაფარი მამრის სიამაყედ ითვლება, სველი მაინც ძალიან სახალისოდ გამოიყურება.


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson


ყველაფრის მიუხედავად, იგი ერთ-ერთ ძლიერ მტაცებლად ითვლება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ველური ბუნების ჯაჭვში.


Lions - National Geographic photographer Michael "Nick" Nichols and videographer Nathan Williamson







0
49
10-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0