x
image
ხიზანიშვილი
ცოტა რამ ჩაის შესახებ

image- ჩაის, მოხმარებისა და პოპულარობის მხრივ, წყლის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ჩაის სამშობლოა სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი, ზემო ბირმა და ჩრდილოეთ ვიეტნამი.
- სახელწოდება "ჩაი" წარმოიშვა ჩრდილოჩინური სიტყვისგან "ართ". ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ჩაი ჩინეთში ცნობილი ჯერ კიდევ ეგრეთ წოდებული "სამგზის მეფობის" (220-280 წ.წ.) წლებში იყო, ხოლო როგორც კულტურის, მისი დამუშავება 350 წლიდან დაიწყო.
- დროთა განმავლობაში, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ბაიხის ჩაიმ. ამ სახელწოდებას საფუძვლად უდევს ჩინური სიტყვები "ბაი" და "ხუა", რაც "თეთრ ყვავილს" ნიშნავს. ბაიხის ჩაის პოპულარობით ტოლს არ უდებს მწვანე ჩაიც. ხოლო ლეგენდები მის სარგებლიანობაზე ჟენშენსაც კი შეშურდებოდა.
- დღესდღეისობით ჩაი ბევრ ქვეყანაში კულტივირდება, მაგრამ ყველაზე პოპულარული, ცეილონური ჩაია. იქაური მთიანი რელიეფი და ნოტიო კლიმატი საუკეთესო გამოდგა ამ მცენარისთვის.
- საქართველოში ჩაის პლანტაციები მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, თავადმა ნაკაშიძემ გურიაში გააშენა. ჩაიმ ჩვენს სამშობლოში მშვენივრად მოიკიდა ფეხი, განსაკუთრებით ფასობდა ზემო იმერეთისა და აჭარა-გურიის ჩაი. თუმცა საბჭოთა საქართველოში გეგმურმა ეკონომიკამ და ტოტალურმა მეჩაიეობამ შეიწირა ჯერ ხარისხი, ხოლო შემდეგ შესაბამისად "ქართული ჩაის" ბრენდიც.

0
148
4-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0