x
image
natia.a
რა შემთხვევაში მიიღებენ მოსწავლეები სახელმძღვანელოს უფასოდ
imageგანათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების გამოყენების და მოვლა-პატრონობის წესს განსაზღვრავს.


მინისტრმა სახელმძღვანელობის გადაცემის წესთან ერთად, მათი მოვლის შეფასების კრიტერიუმებიც დაამტკიცა.


სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობა ფასდება 15- ქულიანი შკალით. სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებია:


ა) ყდის მდგომარეობა:
ა.ა) დაუზიანებელი − 5 ქულა;
ა.ბ) უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულა;
ა.გ) დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულა;
ა.დ) მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული − 1 ან 2 ქულა.
ბ) სახელმძღვანელოს სისუფთავე:
ბ.ა) მარკირების გარეშე − 5 ქულა;
ბ.ბ) უმნიშვნელოდ მარკირებული − 4 ქულა;
ბ.გ) მარკირებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი −3 ქულა;
ბ.დ) მნიშვნელოვნად მარკირებული, სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 0 ქულა.
გ) სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა:
გ.ა) დაუზიანებელი − 5 ქულა;
გ.ბ) უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულა;
გ.გ) დაზიანებული, მაგრამ სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულა;
გ.დ) დახეული, არ იკითხება შინაარსი და სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად გამოუსადეგარი − 0 ქულა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის “ბ.დ“ ქვეპუნქტითა ან/და “გ“ ქვეპუნქტის “გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დაზიანების არსებობის შემთხვევაში სახელმძღვანელო ფასდება 0 ქულით;

მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. საჯარო სკოლები ვალდებული არიან, სახელმძღვანელოების მშობლებზე ანდა კანონიერ წარმოამდგენელზე გადაცემისას დადონ მათთან ხელშეკრულება.


სახელმძღვანელოს დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მოსწავლის მშობელი ვალდებულია ჩაანაცვლოს სახელმძღვანელო იდენტური შინაარსის და რედაქციის სახელმძღვანელოთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდა ობიექტური, განსაკუთრებული შემთხვევებისა, მას ერთმევა უფლება, რომ მიიღოს უფასოდ სახელმძღვანელოები მომდევნო წელს.



განათლების მინისტრმა ეს ბრძანებულება 5 აგვისტოს გამოსცა.


გამახსენდა ჩვენი მოსწავლეობა, მაშინაც იყო სკოლისგან სახელმძღვანელოს მიღება შესაძლებელი იმ პირობით, რომ სუფთად გამოვიყენებდით... არ უნდა იყოს ცუდი აზრი.

1
34
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
34
  
2013, 12 სექტემბერი, 10:35
აუ ეგ იქ არ წამიკითხავს რომ მომცეს და აქ ნუ წამაკითხებთ რაა... :))) =DDD
0 1 1