x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
შნობელის პრემიის საუკეთესო "ლაურეანტები"
imageნუ იფიქრებთ რომ სათაური მეშლება, არა, ეს ნამდვილად შნობელის პრემიაა და თანაც მისი შესაბამისი ორდენიცაა გამოშვებული, რომელსაც ზუსტად ასე აწერია: "ალფ. შნობელ".

ყოველ წელიწადს, სექტემბერში, ჰარვარდის უნივერსიტეტში გადასცემენ ეგრეთწოდებულ შნობელის პრემიას, ყველაზე უცნაური და უაზრო სამეცნიერო გამოგონებისთვის. შემოგთავაზებთ ყველაზე საუკეთესო შნობელის პრემიის ლაურეანტებს:

imageფრანგმა ემანუელ ბენ-სუსანმა და მიშელ ანტონეტიმ მიიღეს შნობელის პრემია იმის გამო, რომ ექიმ ენდოსკოპისტებს ურჩიეს, (რომლებიც იკვლევდნენ გასსქელებულ ნაწლავებს) პაციენტი შეიძლება აფეთქდეს ან გასკდესო.

imageფსიქიატრსა და კრიმინალისტს სტივენ სტეკს და სოციოლოგ ჯეიმს განდლეხს 1992 წელს ჟურნალ «Social Forces»–ში გამოქვეყნებული სტატიისათვის, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მუსიკალური მიმდინარეობა "ქანთრი"–ს ადგილობრივ რადიოში გაშვება იწვევდა თვითმკვლელობის რაოდენობის ზრდას.


image2010 წელს პრემია მიიღეს რიჩარდ სტივენსმა, ჯონ ატკინსმა და ენდრიუ კინგსტონმა. ამ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჩხუბი ამცირებს ტკივილს.

image2008 წელს ამერიკელებმა, დუგლას სმიტმა და დორიან რეიმერმა მიიღეს პრემია იმისთვის, რომ დაასკვნეს: თმის კონები, თოკები და მათი მსგავსი საგნები იკვანძება(ანუ შეგვიძლია გავკვანძოთ).

image2005 წელს ედუარდ კასლერმა და ბრაიან გატელფილგერმა(მინესოტის უნივერსიტეტი) პრემია მიიღეს იმისათვის, რომ დაასკვეს, სად უფრო სწრაფადაა შესაძლებელი ცურვა წყალში თუ შაქრიან სიროპში. დასკვნა საუცხოოა, რა თქმა უნდა, წყალში.

imageისევ 2005 წელს გუარი შანდამ დაიმსახურა "შნობელი" ბორბლებიანი მაღვიძარას გამოგონებისთვის. საათი როგორც კი დარეკავს მაშინვე გარბის, რომ პატრონმა არ გამორთოს. ის ჯერ უნდა დაიჭიროს და ამასობაში კარგად გამოფხიზლდება.

3
200
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
200
  
2013, 10 სექტემბერი, 23:38
ბოლო მეც მომეწონა:) საერთოდ სტატია მომეწონა.
2013, 10 სექტემბერი, 23:32
ბოლო ძალიან მომეწონა:D
2013, 10 სექტემბერი, 23:12
ბოლოს რას ერჩოდნენ? მშვენიერი გამოგონებაა:DDD
0 1 3