x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
სირია
დღეს ომის ქარცეცხლში გახვეული სირია უდიდესი წარსულის მქონე ქვეყანაა. მისი დედაქალაქი, დამასკო კი აუარებელ არქიტექტურულ, ისტორიულ და არქეოლოგიურ ძეგლებს მოიცავს.


The monastery of Simeon Stylites


ეს გახლავთ წმინდა Simeon Stylites-ის სახელობის უძველესი ბიზანტიური ტაძარი მთელს მსოფლიოში.


The Umayyad MosqueThe Umayyad Mosque


დამასკოში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი. იგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი და უძველესია. როგორც ცნობილია, აქ ინახება სახაზინო სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თავი, რომელიც როგორც ქრისტიანებში, ასე მუსლიმანებში დიდ წინასწარმეტყველად ითვლება.


PalmyraPalmyraPalmyra

ეს კი გახლავთ გვიანი ანტიკური ხანის უმდიდრესი ქალაქი Palmyra, რომელიც სირიის უდაბნოში მდებარეობს.


Norias of Hamah


ეს გახლავთ სითხის (ფხვიერი ან თხევადი მასის) ამოსაქაჩი ბორბალი, რომელიც ქალაქ Hamah-ის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ამ ქალაქში ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა და თითქმის ყველა მათგანი მუშა მდგომარეობაშია.


Maaloula MonasteriesMaaloula MonasteriesMaaloula Monasteries

ეს გახლავთ სამონასტრო კომპლექსი Maaloula-ში. აქვე არსებობს პავლე მოციქულის საფლავიც, სადაც წმინდა წყარო გადმოდის. აქ მოსახლეობა საკმაოდ მცირეა. ისინი თავს ასურელებად (რელიგიური და ეთნიკური საზოგადოება, რომელიც გამოირჩევა საკუთარი რწმენითა და სირიული დიალექტით) მიიჩნევენ. არამეულ ენას ძირითადად ასურული საზოგადოების უხუცესები იყენებენ, ისიც, ძირითადად, ლიტურგიების დროს.


Castle Alhsn - Krak des Chevaliers


ეს გახლავთ Krak des Chevaliers - XII საუკუნის ციხე-სიმაგრე. ეს არის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ შემონახული ყველაზე ცნობილი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე.


BosraBosraBosra

ეს გახლავთ იორდანიის საზღვარზე მდებარე უძველესი ქალაქის Bosra. ეს ქალაქი განთქმული იყო იმით, რომ აქ მდებარეობდა უძველესი რომაული ამფითეატრი.







4
112
9-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
112
  
2013, 4 სექტემბერი, 23:13
მუსლიმანებსაც თუ სწამდათ "იოანე ნათლისმცემლის" ნამდვილად არ ვიცოდი აქამდე.
2013, 4 სექტემბერი, 23:12
რა ლამაზია :))
2013, 4 სექტემბერი, 23:10
გაიხარე ამ სტატიისთვის,ძალინ მომეწონა...ამერიკამ თავის საქმეს მიხედოს ,სანამ ცათამბრჯენებს შეურყევს ვინმე ,როგორც 11სექტემბერს,ყველას საქმეში ცხვირის ჩაყოფა უკან ცუდად ბრუნდება
2013, 4 სექტემბერი, 23:08
და ეს საოცარი არქიტექტურა ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციებს უნდა შეეწიროს. ძალიან საინტერესო სტატიაა უმაგრესი სურათებით.
0 1 4