x
image
ხიზანიშვილი
ცოტა რამ არომატული ყავის შესახებ

image- ბევრი ადამიანისთვის დილა არომატული ყავით იწყება. ამ სასმელის გემო იმდენად სპეციფიკურია, რომ მუდამ გახსოვს და არც ერთ სურნელში არ აგერევა. ამიტომ სულაც არ არის უცნაური, რომ უდიდესმა კომპოზიტორმა, იოჰან სებასტიან ბახმა შექმნა "ყავის კანტატა".

- ყავა მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან. კოფეინის შემცველობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს.

- დღესდღეისობით ცნობილია მარადმწვანე ყავის ხისა და ბუჩქების 40-მდე ნაირსახეობა. მიუხედავად ასეთი სიმრავლისა, მხოლოდ ორი სახეობა შეადგენს მოხმარებული ყავის 92 პროცენტს, ესენია: არაბიკა - ტრადიციული ყავა, რომელიც ითვლება უფრო გემრიელ ყავად და რობუსტა - კოფეინით გაჯერებული, მომჟავო, რომელიც გამოიყენება ხსნადი ყავის დასამზადებლად. მსოფლიოში არსებობს ყავის ორი სპეციალიზებული ბირჟა - ნიუ-იორკის ბირჟა განსაზღვრავს არაბიკის ფასს, ხოლო ლონდონისა - რობუსტის ფასს. სწორედ ყავის ეს ორი სახეობაა განსაკუთრებით პოპულარული ყავის მოყვარულთა შორის.

- განსაკუთრებით ფასეულია იმ ხეების მარცვლები, რომლებიც მთიან პლანტაციებში ხარობს და ეკვატორთან მაქსიმალურად ახლოს არის განლაგებული. მთის არაბიკის ნაყოფისგან დამზადებული სასმელი შეიცავს დაბლობზე მოყვანილი ყავის მარცვლებთან შედარებით ორჯერ ნაკლებ კოფეინს და ამიტომ კი არ აღაგზნებს ადამიანს, არამედ ახდენს სასიამოვნო მატონიზებელ ეფექტს. ამ ძვირფასი თვისების წყალობით, მსოფლიოს დამამზადებელი საწარმოები უპირატესობას არაბიკას ანიჭებენ.

0
92
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0