x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
დაავადება, რომელიც კურნავს
image- "შოპინგი" არაქართული სიტყვაა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მისი შინაარსი ქართველისთვის უფრო გაუგებარია, ვიდრე ამერიკელისა თუ ინგლისელისთვის.

- მოგეხსენებათ "შოპინგი" იმდენად მოცულობითი ცნებაა, რომ ბევრი დავისა და კვლევის ობიექტი გახდა. ზოგი მას დაავადებას, უმეტესობა კი საუკეთესო თერაპიასაც უწოდებს. მართლაც, ქალბატონების აბსოლუტური უმრავლესობა თავს უბედნიერესად გრძნობს, როდესაც ვიტრინებსა და სტელაჟებს ჩაჰკირკიტებს, ეს ბედნიერება ორმაგდება, თუ ქალბატონი მარტო არ არის და მას გვერდს ერთი ან რამოდენიმე დაქალი უმშვენებს. ხოლო თუ ჩანთაში სავსე საფულე ან რომელიმე ბანკის საკრედიტო ბარათიც ეგულება, მაშინ ნირვანაში გასასვლელი კარი, ფაქტობრივად ღიაა. ეს იდილია მხოლოდ ქმარს ან სხვა თანხმლებ მამაკაცს შეუძლია დაურღვიოს, იმიტომ, რომ მამაკაცებს არ ესმით რატომ უნდა მოიზომოს ქალმა ათი კაბა და ისევ პირველს მიუბრუნდეს სიტყვებით "თავიდანვე ვიცოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეო". კვლევებითაც დადასტურებულია, რომ მამაკაცი მაღაზიაში წინასწარ დაგეგმილი საყიდლებისთვის შედის და იშვიათად უწევს გეგმის შეცვლა. ხოლო ქალი მაღაზიაში, როგორც ექსკურსიაზე, ისე მიდის... სწორედ ამიტომ არის, რომ სოციოლოგების გამოთვლების მიხედვით, ქალი "შოპინგისთვის" მამაკაცზე 2-ჯერ მეტ დროს ხარჯავს, ხოლო დაქალთან ერთად, 5-ჯერ მეტს.

- იმავე დაკვირვებებით გაირკვა, რომ ქალები, რომლებიც კვირაში 15-18 საათს მაინც უთმობენ მაღაზიებში სეირნობას, უფრო ჯანმრთელები და მომხიბვლელები არიან. აქვთ ნაკლები ნაოჭი და უფრო ახალგაზრდულადაც გამოიყურებიან. ამასთან ერთად, დეპრესიულობითაც არ გამოირჩევიან.

- თვით "შოპინგის" ფანებშიც სერიოზული სხვაობაა: ქალები, რომლებიც ტანისამოსს ეტანებიან, უფრო კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე ჭურჭელისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფანები.


- ის ქალები, ვინც კვირაში რამდენიმეჯერ ახერხებენ მაღაზიების დალაშქვრას, უფრო ენერგიულები არიან, ვიდრე კვირაში ერთხელ მოშოპინგეები.

- ყველა ჩვენგანმა კარგად იცის, რამდენად შეუძლია ხასიათის გამოსწორება კარგ შენაძენს. ხოლო თუ რაიმე ნივთის ყიდვაში სხვადასხვა გარემოება გვიშლის ხელს, დიდი შანსია დეპრესიას გამოვკრათ ხელი.

2
38
8-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
38
  
2013, 3 სექტემბერი, 18:34
უკარგესია...:):):) მიყვარს შოპინგობა თუმცა ჯერჯერობით ისე გემრიელად არ გამომდის როგორც უნდა:(ეგ დროც მოვა ალბათ
2013, 3 სექტემბერი, 16:41
ვიხალისე კარგად
0 1 2