x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
ხარისხისა და უხარისხობის ზღვარზე

made in chinaციფრული ტექნიკის ბაზარზე მყარად ფეხმოკიდებული ერთ-ერთი მითის თანახმად, «ჩინური» წარმოების საქონელი საგრძნობლად ჩამოუვარდება მალაიზიაში, ტაივანსა თუ სინგაპურში დამზადებულ თანაგვარ პროდუქციას. მითის სათავის ძიებას ახლო წარსულში, 90-იან წლებში მივყავართ, როდესაც ევრაზიისა და დასავლეთის ბაზრობებს "Made in china"-ს ტვიფრიანმაციფრული ტექნიკის პირველმა ტალღამ გადაუარა. პლასტიკურ კორპუსებში საგულდაგულოდ შეფუთული, იაფფასიანი საქონელი ცნობილი ბრენდებისგან "დაუკითხავად" აღებული სახელწოდებით თამამად იმკვიდრებდა საკუთარ ადგილს სავაჭრო დახლზე. და ხარისხი? ღმერთმანი, ამის შესახებ სიტყვას არავინ ძრავდა, თუმცა კი ფაქტია, ამგვარ საქონელს ყოველთვის გააჩნდა კუთრი ფასი. ხარისხის მიზეზის შემდგომი განმარტება არაერთგვაროვანია: იმ მომენტისთვის ჩინეთში უბრალოდ არ არსებობდა შესაფერისი ტექნოლოგია, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა პლასტმასის, საყალიბო-დანადგარებისა და საწარმოო ხაზის სწორად დაგეგმარებაში, მსგავსად ინჟინრების, დიზაინერებისა კონვეიერთა ექსპერტების არყოლისა.
აი, გამოხდა ხანი და ჩინეთმაც გადადგა ათწლეულის ხარისხიანი ნაბიჯი. დასაბამი მისცა თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, შეძლო იაფფასიანი მუშახელისა და მსოფლიო მასშტაბით ციფრული ტექნიკის დეველოპერების შეღავათიანი ფასებით მოზიდვა. სულაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი ჩინეთში გადააწყდებით ევროპასთან გათანაბრებულ წარმოებას, ისევე, როგორც სამხრეთ კორეული გიგანტების ქარხნებსა და "წმინდა სისხლის" ამერიკულ კომპანიებს. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ისმის ფრიად საყურადღებო შეკითხვა: საინტერესოა, ჯამში რას მივიღებთ?
ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო მარკის, როგორიცაა ყველასათვის ცნობილი ბრენდი Sony, პრივილეგიაში საერთოდ არ შედის პროდუქციის ადგილწარმოების კოორდინატები. როგორც აღმოჩნდა, ბრენდისთვის მნიშვნელობა არ ჰქონია ფაბრიკების მდებარეობას, იქნება ეს ჩინეთი თუ მალაიზია. რიგი მწარმოებლებისთვის ფრიად მნიშვნელოვან და Sony-სთვის მეორეხარისხოვან საკითხზე ამგვარი დამოკიდებულება ბრენდის წამომადგენელთა მხრიდან განმარტებულია შემდეგნაირად:
- "Sony, მხოლოდ და მხოლოდ, ორიენტირებულია საწარმოო რეზულტატის ერთგვაროვნებაზე". რუბიკონი გადალახულია – შედეგიც მიღწეულია! ციფრული ტექნიკის აწყობა აუცილებელი ინსტრუქციის საკმარისი სიზუსტის გათვალისწინებით, ისევე, როგორც მისი სატესტო რეჟიმით, რაც ჯამში ხარისხის სტანდარტებზეა პასუხსმგებელი (ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ პროდუქცია სერტიფიცირდება ISO სტანდარტით. ეს უკანასკნელი სწორედ ხარისხის სტანდარტებს მიუთითებს).
ნებისმიერი მწარმოებლის მარტივი ალგორითმია – ხარისხის სტანდარტებით შეუდგეს ამოცანის ამოხსნას, რაღა თქმა უნდა, დამოუკიდებლად იმისა, რომელი ქვეყნისა და სავაჭრო ნიშნის ქვეშ იმყოფება საწარმოო ფაბრიკა. სწორედ ამიტომ, კონკრეტული აპარატული უზრუნველყოფის დაკომპლექტება წარმოებს თითოეულ ფაბრიკასთან შეთანხმებით – ამ "დაუწერელ" წესებზე გვერდის ავლა ფაქტიურად დაუშვებელია. ეს ჯამში იძლევა ერთგვაროვანი საქონლის მიღების საშუალებას. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევისთვის დასაშვები პრობლემები შესაძლოა წარმოიშვას, მხოლოდ და მხოლოდ, არასრულფასოვანი კონტროლისა და კონვეიერების არასწორი მუშაობის ხარჯზე – ეს უკანასკნელი ყველაზე ადამიანური ფაქტორია.
მაგალითად, როდესაც Nokia-მ უნგრეთში მობილური აპარატურის საწარმო ფაბრიკა გახსნა, წუნდებული პროდუქციის რაოდენობამ გადააჭარბა კომპანის ზარალის საშუალო მაჩვენებელს. სინამდვილეში, ეს იყო არა სტანდარტით გამოწვეული უხარისხობა, არამედ მუშახელის მიერ დაშვებული შეცდომა. ადამინური ფაქტორი – მხოლოდ მას შეუძლია გავლენა იქონიოს საწარმოო რეზულტატის ხარისხზე, ისევე, როგორც ძირითადი მანქანა-დანადგარების პრობლემათა უქონლობაზე.
ალბათ ჩემი მტკიცებულება ადამიანური ფაქტორის შესახებ, პირდაპირ ჯვარს ადგამს «ჩინური» ფაბრიკების ხარისხიანობას, თუმცა, ამის საპირისპიროდ, ბევრი დღემდე უწურავს წყალს "Made in China"-ს ხარისხიანობის ნებისმიერ მტკიცებულებას. ამის ყველაზე დროული ინტერპრეტაციაა "ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო".
გადავხედოთ სტატისტიკას, როგორც ჯიუტ საგანს. დღესდღეობით სწორედ «ჩინური» ფაბრიკებია ხარისხიანი საქონლის ბაზარზე რომ ლიდერობენ, ხოლო თავად ჩინეთი პირველადგილოსანია ამ პარამეტრებით მსოფლიოში.
მოდით, განვიხილოთ შემდეგი ანალოგია: მაგალითისთვის კი თქვენი პირონების მოშველიება მოგიწევს. თქვენ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტეთ, რომ ესტუმროთ პარიზს და აუცილებლად მოინახულოთ ოპერა. ოპერით ისე მოიხიბლეთ, რომ ემოციებს იმ დღესვე უზიარებთ მეგობრებს, როგორც Facebook-ზე, ისე Twitter-ზე. ამას იქით, თქვენთვის ფრანგული ოპერა გახდა დადებითი ემოციების წყარო და დაჟინებით ურჩევთ ყველას მის მონახულებას. და, აი, ერთ-ერთი თქვენი მეგობარი ბრუნდება საფრანგეთიდან, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ფრანგული ოპერა სავსებით არ მოეწონა და მასზე მოსაწყენი სანახაობა ცხოვრებაში არასდრს უნახავს. თქვენ ინტერესდებით მიზეზით და გაარკვევთ, რომ თქვენს მეგობარს მოუნახულებია ფრანგული პროვინციული დასახლების საოპერო სანახაობა, სადაც ყველაფერი კოშმარულად გამოიყურებოდა. ისმის კითხვა: ეს უკანასკნელიც ხომ ფრანგული ოპერის რიგს მიეკუთვნება? პასუხი: დიახ, ესეც ფრანგული ოპერაა, თუმცა სულ სხვა დონისა და სულ სხვა ხარისხის.
მსგავსი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება. ყველა ერთად აღებული კი მხოლოდ ერთ იდეას ემსახურება: ხარისხიანიც და უხარისხოც, სავსებით დასაშვებია, ერთ ქვაბში იხარშებოდეს.
ცუდად შეკმაზულ ხუმრობას შეიძლება შევადაროთ ის ფაქტი, რომ რაც კი რამ «ჩინურია», ასოცირდება უხარისხობასთან და ქარს ამაოდ გატანებულ "ხელის ჭუჭყთან". თუმცა, აუცილებლად მივიჩნევ იმის აღნიშვნასაც, რომ ეს ე. წ. ხუმრობა ნელ-ნელა ეშვება „დიდი დავიწყების ქარაფში", მაგრამ არც ისე სწრაფად, როგორსაც ნებისმიერი «ჩინური» პროვაიდერი ისურვებდა – 90-ინი წლების ციფრული "ლაქები" დღემდე შემორჩენია საბაზრო ბირჟას.
ახლა ერთად გადავინაცვლოთ მითის სხვა ნაწილზე. მაშ ასე, მითი მწარმოებელი ქვეყნის შესახებ.
Google-ში ჩემი მორიგი ხეტიალებისას, შემთხვევით წავაწყდი ერთ-ერთი ინტერნეტ-მაღაზიის საიტს, რომელიც თავის მომხმარებლებს ფრიად "ხმამაღალ" მესიჯს უგზავნიდა. დიდის ამბით ირწმუნებოდა, რომ ისინი მომხმარბლებს სთავაზობდნენ სწორედ იმ პროდუქციას, რომელიც მოეწოდებოდათ პირდაპირ ჩინური ფაბრიკა-ქარხნებიდან. იქიდან, საიდანაც მთელ მსოფლიოში ვრცელდბა საქონელი. ფასიც საკმაოდ მიმზიდველი გახლდათ. მაგალითად, HTC Incredible S აპარატს, პირდაპირ ქარხნიდან მოწოდერულს, საიტის მეშვეობით თქვენ შეიძენდით 425 ევროდ ( დაახლოებით 995 ლარად). რაც შეეხება აპარატის ტაივანურ ანალოგს, მისი საბაზრო ფასი 500 ევროს უტოლდება ( დაახლოებით 1170 ლარი). ჰოი, საკვირველებავ, მიუხედავად ჩინეთში მრავალი ფაბრიკის არსებობისა, HTC-ის კომპანია არც ერთIncredible S აპარატს არ ამზადებს ქვეყნის ტერიტორიაზე. თავიდან მოყოლებული ყველა ეს მოდელი მზადდება და გაყიდვაში ეშვება მხოლოდ ტაივანიდან, რაც ოფიციალურად დაადასტურს კიდეც HTC-ის წარმომადგენლებმა. Canon-ის წარმომადგენლებიც ვერ ფარავენ გაკვირვებასა და აღშფოთებას ბაზარზე წარმოდგენილი Canon 7D-ს გამოჩენაზე, იმ სხვა მრავალი ე. წ. "სარკული" ბრენდის არსებობის მსგავსად, რომელიც არა ჩინეთში, არამედ, როგორც წესი, იაპონიაში იწარმოება.
ზემოხსენებულ ინტერნეტ-მაღაზიაში მოწოდებული პროდუქციის «ჩინური» ვარიანტების გამოჩენა არც ისე უბრალო იდეას ემსახურება. გამყიდვლები ექსპუატაციას უწევენ და ნერგავენ იმ აზრს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს «ჩინური» საქონლის უხარისხობას, თუგინდ ცნობადი ბრენდის სახელი ფიგურირებდეს მასზე. ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ უნდა შექმნა ყველამხრივ გადაფურჩქნული ბიზნესი, გაუწიო მფარველობა იდეას, რომელიც მოურიდებლად ღაღადებს "Made in China"-ს უხარისხობას. რეალურად კი, საქონლის ხარისხი დამოკიდებულია არა მწარმოებელ ქვეყანაზე, არამედ დეველოპერის სტანდარტებსა და ხარისხზე. ამიტომ მსხვილი კომპანიებისგან პროდუქციის შეძენისას მწარმოებელ ქვეყანაზე ყურადღების გამახვილება შეგიძლიათ უკანასნკელ ნაბიჯად მოიტოვოთ.
ლოგო

1
102
4-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ღვინიანიძე
ლაშა ღვინიანიძე
102
  
2013, 3 სექტემბერი, 17:56
მშვენიერი სტატიაა, ძალიან საინტერესო თემა და შესანიშნავი ენა. იშვიათად მხვდება ასეთი.
0 1 1