x
image
cxvedo
7 ყველაზე გასაოცარი მოხუცი მთელს მსოფლიოში
პირველი, ვისითაც სტატიის წერას დავიწყებ, გახლავთ - Olive Rile, რომელიც 108 წლის იყო და მსოფლიოში უხუცესი ბლოგერის სტატუსი ჰქონდა. მას გამოქვეყნებული აქვს 70-მდე პოსტი და რამდენიმე ვიდეორგოლი ინტერნეტ პორტალ YouTube-ზე. იგი 2008 წლის 12 ივლისს 108 წლის ასაკში გარდაიცვალა.


Olive Rile


მეორე გახლავთ Buster Martin, რომელიც 104 წლის ასაკში და მსოფლიოში უხუცესი მარათონელი იყო. იგი დიდი ბრიტანეთის დაქვემდებარების ქვეშ მუშაობდა წლების განმავლობაში, მოგვიანებით კი მარათონის მრბოლელი გახდა და მთელს მსოფლიოში უხუცესი მარათონელის ტიტულით იცნობდნენ. იგი 2011 წლის 12 აპრილს 104 წლის გარდაიცვალა.


Buster Martin



მესამე გახლავთ 70 წლის ძალოსანი - Winifred Pristell, რომელსაც 2-ჯერ მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული შტანგის აწევაში.


Winifred Pristell


მეოთხე გახლავთ 56 წლის ქალბატონი Jennifer Figge, რომელიც მთელს მსოფლიოში პირველი ქალია, რომელიც ატლანტის ოკეანეში ცურავს. 56 წლის ქალმა გადაწყვიტა Cape Verde-ის კუნძულებიდან (აფრიკის დასავლეთ სანაპირო) ბაჰამის კუნძულამდე ეცურა, თუმცა ამინდის გაუარესების გამო (მას 9 მეტრიან ტალღებში უწევდა ცურვა), მას მოუწია მარშრუტის შეცვლა და მხოლოდ 1610 კილომეტრის გაცურვა მოახერხა.


Jennifer Figge


მეხუთე გახლავთ 92 წლის საოცარი ადამიანი - The Great Omani. იგი მსოფლიოში ყველაზე უხუცესი იყო, ვინც ამდაგვარ სასწაულებს სჩადიოდა. იგი 2007 წლის 15 ოქტომბერს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.


The Great Omani


მეექვსე გახლავთ 100 წლის გასაოცარი მოხუცი Arthur Winston, რომელიც 76 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე კომპანიაში მუშაობდა და მხოლოდ ერთხელ აიღო დასვენების დღე. იგი 2006 წლის 13 აპრილს 100 წლის გარდაიცვალა.


Arthur Winston


მეშვიდე გახლავთ 70 წლის აქტივისტი Brownie Mary, რომლის სრული სახელი და გვარია Mary Jane Rathbun. იგი გახლდათ ამერიკული სამედიცინო მარიხუანის ერთ-ერთი აქტიური აქტივისტი. Brownie Mary 1999 წლის 10 აპრილს 77 წლის ასაკშ გულის შეტევით გარდაიცვალა.


"Brownie Mary" - Mary Jane Rathbun







1
284
8-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
284
  
2013, 3 სექტემბერი, 11:30
ძალიან კარგი სტატიაა.
0 1 1