x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ფრედი მერკური - როკის მეფე
image- მან იცოდა, რომ კვდებოდა. როკის მეფე 45 წლის ასაკში შიდსით გარდაიცვალა. თუმცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი სიკვდილის სცენა გაითამაშა, აინტერესებდა, ვინ როგორ მიიღებდა ამას.

- მისი ნამდვილი სახელი და გვარია ფარუხ ბულსარა. იგი სპარსეთში დაიბადა 1946 წლის 5 სექტემბერს. ის 5 წლის იყო, როცა ზანზიბარის მისიონერულ სკოლაში შეიყვანეს, რომელსაც ბრიტანელი სამღვდელოება მფარველობდა. მუსიკით სერიოზულად სტუდენტობისას დაინტერესდა და ჯგუფის შექმნაც გადაწყვიტა. Queen მეოცე საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა. ჯგუფმა ფრედი ლეგენდად აქცია.

- მას საოცრად დიდი დიაპაზონის ხმა ჰქონდა. ერთნაირი წარმატებით იღებდა როგორც ძალიან მაღალ, ისე დაბალ ბგერებს. კლასიკური შეფასებით იგი ტენორია. ასეთი ხმის ადამიანი მილიონში ერთი იბადება.

- ფრედი მიიჩნევდა, რომ ჭამა, ძილი და გაპარსვა დროის ფლანგვაა. ის გაცილებით მნიშვნელოვან საქმეებს უნდა მოვახმაროთ. იგი ჭამდა იმიტომ, რომ ეცოცხლა და არა პირიქით. ყველაზე მეტად მაინც ინდური სამზარეულო მოსწონდა. რაც შეეხება სასმელს, ყველასთვის ცნობილია, რომ ფრედის შამპანიური უყვარდა.


- როკერის ჰობი ბარებში და საყიდლებზე სიარული იყო. უყვარდა ბარებში ჯდომა და ხალხზე დაკვირვება ისე, რომ იგი ვერ დაენახათ. ფრედი გიჟდებოდა, სხვა ადამიანებს საჩუქრებს რომ უძღვნიდა. როცა მაღაზიაში რაიმეს საყიდლად შედიოდა, ახლობლებისთვის იმდენ რამეს ყიდულობდა, რომ ავიწყდებოდა თავად რისი ყიდვა უნდოდა.

- ფრედის მოგზაურობა სულაც არ უყვარდა. თვითმფრინავზეც მუდმივად იგვიანებდა. ტურნეების გამო ზოგჯერ დღეში ორჯერ უწევდა ფრენა, ამიტომ შესძულდა მოგზაურობა.

- "საუკუნის დუეტი" სწორედ ასე ეწოდა ფრედი მერკურისა და მონსერატ კაბალიეს მიერ შესრულებულ "ბარსელონას". ამ დუეტის გამო რომელს უფრო გაუმართლა არავინ იცის, ფაქტი კი ერთია, ფრედი დიდი ხნის მკვდარია, მაგრამ მისი მუსიკა მარადიულია. მიუხედავად მერკურის თავაშვებული ცხოვრების შესახებ არსებული უამრავი ჭორისა, მას მაინც მილიონობით ფანი ჰყავს დღეესაც. მომღერალს ლონდონში ძეგლიც კი დაუდგეს.

2
369
8-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
369
  
2013, 2 სექტემბერი, 12:03
dzalian miyvars,magram misi mefeoba cota gadacharbebuli mgonia. davijero,tundac plantze magari iyo?!
2013, 2 სექტემბერი, 0:32
ვგიჟდები ამ ადამიანზე და მის შემოქმედებაზეეეე
0 1 2