x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ფერარი 599 GTO SA Aperta
image

Pininfarina 80 წლისაა. სწორედ ამ იუბილესთან დაკავშირებით, Ferrari-მ 599 GTO-ს ქუდი მოხადა. შედეგი: როდსტერი სახელწოდებით SA Aperta, რომლის მხოლოდ 80 ეგზემპლარი შეიქმნა. რა თქმა უნდა, უკვე ყველა გაყიდულია!
დიდი სპეკულაციები იყო ატეხილი - ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა: გამოუშვებდა თუ არა "ფერარი" ამ მოდელს. ჩვენ "ფერარის" უდიდესი ოჯახის ახალ ულამაზეს წევრზე, 599-ს კაბრიო ვერსიაზე SA Aperta-ზე ვსაუბრიობთ.
ახალ სახელზეც ვთქვათ: SA ფირმის დამაარსებლის ვაჟის (სერჯო) და შვილიშვილის (ანდრეა) სახელების ინიციალებია, "აპერტა" კი იტალიური სიტყვაა და ღიას გახსნილს ნიშნავს.
პრინციპში დიზაინერებს თავი არ მოუკლავთ, უბრალოდ 599 GTO-ს სახურავი მოაჭრეს და ქუდი დააფარეს - ისიც მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, თუ ამინდი გაფუჭდება. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევაში SA Aperta სულაც ავტოფარეხში უნდა დარჩეს, რადგან ასეთ როდსტერს ყველაზე გულცივი მფლობელიც კი არ დატოვებს წვიმაში - სალონში ყველა დეტალი ხომ ხელით არის გაკეთებული, ხოლო მასალები კი უმაღლესი ხარისხისაა. მოკლედ, მას მზიანი ამინდი ჭირდება იმისთვის, რომ ექვსლიტრიანი V12 ძრავა მაღალ ბრუნზე სიამოვნებით ამუშავოს, ხოლო მფლობელი კი 670 ცხენის ძალით ასიამოვნოს.
100 კმ/სთ-მდე აჩქარებამ 3.5 წამამდე მეტი არ უნდა გასტანოს. 300 კმ/სთ-ის განვითარება "ფერარისთვის" პრობლემას რომ არ წარმოადგენს, ეს უკვე ვიცით. იმ 80 ბედნიერ ადამიანს, ვინც SA Aperta-ს უკე ფლობს არც ის ამბავი იქნება პრობლემა, რომ ავტომობილის საწვავის ხარჯი 20 ლიტრზე მეტია. სხვა რაღა ვთქვათ: ვულოცავთ მათ!

image

image


image

image

image

2
18
12-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
18
  
2013, 30 აგვისტო, 20:44
გაიხარე მადლობა დიდი
2013, 30 აგვისტო, 20:04
მუდამ საინტერესო სტატიებს დებ მანქანებზე.
0 1 2