x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
როგორ შევინახოთ კვერცხი და როგორ დავადგინოთ სახლის პირობებში მისი ვარგისიანობა?


imageკვერცხი სრულფასოვანი საკვები პროდუქტია.ბევრი ადამიანი თითქმის ყოველდღე მიირთმევს კვერცხს ან კვერცხიან საკვებს.გამომდინარე აქედან შეიძლება ვთქვათ, რომ კვერცხი მუდმივადაა მაცივარში თითქმის ყველა ოჯახში.როგორ უნდა შევინახოთ კვერცხი, რომ არ გაფუჭდეს?პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ის, რომ კვერცხის მაქსიმალური შენახვის ვადაა ექვსი კვირა.როგორ კარგ პიეობებშიც არ უნდა შევინახოთ ის ექვსი კვირის შემდეგ არ არის სასურველი და რეკომენდირებული მისი საკვებად გამოყენება. კვერცხს ჩვენ უმეტესად ვინახავთ მაცივარში, მისი კარების თაროზე, რაც არასწორია რადგან სწორედ ამ ადგილზე არის შედარებით მაღალი ტემპერატურა, ასევე კარების გაღებისას ადვილად ხვდება კვერცხს თბილი ჰაერი.აუცილებელია კვერცხი მოვათავსოთ თავდახურულ კონტეინერში მაცივრის ერთ-ერთ თაროზე.ახალია თუ არა კვერცხი ამის გარკვევა რათქმა უნდა რთულია.უნდა ვენდოთ მაღაზიის გამყიდველის რჩევას ან უფრო სწორია ვნახოთ მისი ვარგისიანობის დამადასტურებელი წარწერა. სახლის პირობრბში კი შემდეგნაირად შეგვიძლია დავადგინოთ ახალია კვერცხი თუ არა. ავიღოთ წყლით სავსე ჯამი და ჩავდოთ შიგ მშრალი კვერცხი თუ კვერცხი ჩაიძირება მაშინ ის ახალია და თუ პირიქით, ამოტივტივდა მაშინ გაფუჭებულია.

1
594
12-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
594
  
2013, 30 აგვისტო, 11:04
საინტერესო რჩევებია ნამდვილად.
0 1 1