x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მაილი საირუსის მამა MTV VMA-ს ცერემონიის შესახებ
image

20 წლის მაილი საირუსმა მთელ მსოფლიოს ჭორაობის საბაბი მისცა თავისი პროვოკაციული გამოსვლით MTV VMA-ს ცერემონიაზე.

სანამ კოლეგები აკრიტიკებენ მაილის, მისი მამა ბილი რეი საირუსი აკეთებს კომენტარს მომხდართან დაკავშირებით. 52 წლის მუსიკოსის თქმით, იგი ყოველთვის გაამართლებს შვილის საქციელს:

"რა თქმა უნდა მე ყოველთვის გავამართლებ მაილის. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც იგი ჩამოვა და ჩვენ შევხვდებით. ის ახლაც ჩემი პატარა გოგოა და მე მისი მამა ვარ, მიუხედავად იმისა რა ხდება ამ ცირკში, რომელსაც ჩვენ შოუბიზნესს ვეძახით. მე ის მიყვარს და ამას არაფერი შეცვლის."

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბილი რეი საირუსი არის იმ კომიტეტის დირექტორი, რომელიც მიიჩნევს, რომ MTV-ზე გასული გადაცემები რყვნის ახალგაზრდებს.


მაილი საირუსის საქციელთან დაკავშირებით ჯასტინ ტიმბერლეიკმაც გამოთქვა აზრი:

"მომისმინეთ, ეს ხომ VMA, აბა თქვენ რას ელოდით? ის ხომ "გრემიზე" არ მოქცეულა ასე? მე ძალიან მომწონს მაილი. ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა და უნდოდა დაემტკიცებინა, რომ გაიზარდა."

მაილი საირუსის მეგობარმა, კელი ოსბორნმა, კი განაცხადა, რომ მაილი უყვარს, მაგრამ ურჩევს აღარ გამოყოს ენა.imageimageimageimageimage




0
137
3-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0