x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
აღმოჩენები რომლებიც ცვლიან ისტორიას
მსოფლიოში დროთა ვითარებაში ისეთი შოკისმომგვრელი აღმოჩენები ხდება რომ ისინი ცვლიან ზოგად და ჩვეულ წარმოდგენებს მსოფლიო ისტორიაში.


მაგალითად:


1.


image



..როდესაც ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა, რომელიც ინდოეთი არ აღმოჩნდა. მან და მისმა თანამოაზრეებმა იქ აქამდე უცნობი მცენარეებისა და ცხოველების სამყარო აღმოაჩინეს. პირველად ევროპელებმა აქ ნახეს კოკაინის ფოთლები და ბუჩქები. მაგრამ ეს ისტორია წინააღმდეგობაში მოდის ზოგად წარმოდგენებთან.

თუ კოლუმბი, რომელიც პირველი ევროპელი იყო რომელმაც ფეხი დადგა ამერიკის მიწაზე, მაშინ როგორ შეიძლება აიხსნას კოკაინის კვალი, რომელიც ნანახი იქნა ეგვიპტის მუმიების სხეულზე?

ამ ადგილას საყოველთაოდ მიღებული ისტორიული მეცნიერება ეჭვის ქვეშ დადგა. ასევე ნანახი იქნა რამზესII-ის სხეულზე თამბაქოს კვალიც.


2. ძველვებრაული წარწერა ნიუ-მექსიკოში.


image

ეს 90 ტონიანი ქვა ამერიკაში (ნიუ-მექსიკო)-ში იქნა ნაპოვნი. მასზე კი ათი მცნებაა დაწერილი ძველებრაულ ენაზე.

ექსპერტებმა ვერ დაადგინეს ვერანაირი ნიშანი იმისა თუ როგორ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო. ის რომ ძველ ამერიკაში ძველებრაული წარწერა ყოფილიყო რბილად რომ ვთქვათ–ნაკლებ დამაჯერებელია. ამ წარწერაზე ზოგიერთი ბგერა წააგავს ძველბერძნულსაც. ვინც ეს წარწერა ამოკაწრა სავარაუდოდ მას მინიმუმ ორი ენა უნდა სცოდნოდა.

ამ დიდი ლოდის ჩამოტანაც ვერ მოხერხდებოდა–წარმომავლობა მისი ნამდვილად ადგილობრივია.

მეცნიერებმა როდესაც წარწერა შეისწავლეს დაადგინეს რომ მისი ასაკი 500-დან 2000 წლამდეა.


image



3. ძველბერძნული ქანდაკება მექსიკაში.



image


ყველას ვისაც სამი კლასის განათლება მაინც აქვს და ხელი მიუწვდება ინტერნეტზე იცის რომ რომი და ლათინური ამერიკა ძალიან შორსაა ერთმანეთისაგან. რომის იმპერიის აყვავების ხანაშიც მათ ხელი არ მიუწვდებოდათ ისეთ შორეულ ქვეყნებზე როგორიც მექსიკაა. მათთვის დასავლეთ ნახევარ სფერო არც კი არსებობდა.

აი ამიტომაც ანტიკური ხანის სკულპტურამ ასეთი დიდი ფურორი მოახდინა სწავლულთა შორის.

იგი აღმოაჩინეს 1933 წელს. ერთი არქეოლოგი გათხრებს აწარმოებდა

დაახლოებით 64 კილომეტრზე მექსიკიდან და ერთ-ერთ საფლავში აღმოაჩინდა პატარა სტატუა.

მართალია კოლუმბს უკვე აღმოჩენილი ჰქონდა იმ ხანებში ამერიკა მაგრამ არც ერთ თეთრკანიან ადამიანს (ოფიციალური ვერსიით) ფეხი არ ჰქონდა დადგმული მექსიკაში 1519 წლამდე.

და კიდეც რომ დაედგა მანამდე ფეხი თეთრკანიანს რატომ ჩამოიტანდა ასე შორ მანძილზე რომაულ ქანდაკებას? სკულპტურა რომ მართლაც რომაულია ეს ეჭვგარეშეა–სახის ნაკვთები ანალოგიურია იმ არტეფაქტებისა რომელიც ნაპოვნია რომში რომელიც მეორე საუკუნეს მიეკუთვნება.

როგორ მოხვდა ის აქ?-დიდი კითხვაა.



4. ძველი იაპონური ენა ნიუ-მექსიკოში.


image


ნიუ-მექსიკოში ცხოვრობს გამოუცნობი ტომი–ზუნი. ტომი როგორც ტომი ისეთია მაგრამ მათი ენა არ ჰგავს არც ერთი ადგილობრივი ტომების ენას. ყველაზე მეტად იგი იაპონურს წააგავს.

ძველი ინდიელებისა და ძველი იაპონელების კონტაქტების თეორია წარმოიშვა სტუდენტის ნენსი დევისის წყალობით, რომელიც ანთროპოლოგიას შეისწავლიდა. მან პირველმა შეამჩნია უჩვეულო მსგავსება ამ ორი ხალხის ენების შორის. ამ ტომის ენას არანაირი საერთო არ აქვს ადგილობრივი ტომების ენებთან. ზუნებს ისევე როგორც იაპონელებს მესამე ჯგუფის სისხლი აქვთ და ასევე ერთი და იგივე იშვიათი დაავადებებით ავადდებიან.


დევისის ვერსია ასეთია: სადღაც ძველ მეთორმეტე საუკუნეში ბუდისტმა მისიონერებმა გრძელი გზა გაიარეს კალიფორნიამდე, შემდეგ კი მატერიკის სიღრმეში გადაინაცვლეს. სადაც ბოლოს დასახლდნენ კიდეც.


2
128
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
128
  
2013, 28 აგვისტო, 14:11
გმადლობთ
2013, 28 აგვისტო, 14:04
საინტერესო სტატიაა.
0 1 2