x
image
ია გელიტაშვილი
საა

-საა
გძინავს?
ჯერ არ დაიძინო რა, სა
შენთან ლაპარაკი მინდა
სა.
იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი
დღეს გიყურებდი და ვერც..
სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში,
რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები..
სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა,
მერე კი შენზე მელაპარაკა, სა
ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილს
და მე სულ ვსველდები, როცა წვიმს,
რადგან შენ მახსენდები და ვტირი..
სა,
ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი..
ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ,
სულ 3გზაა, სა,
ტკივილი, სიცივე და სევდა,
იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში,
სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით,
უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები
მიმართულებები:
მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან..
მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ..
შენ ხომ იცი ფრენა?
ხომ შემპირდი გასწავლიო,
ჰოდა..
სა,

ალექსანდრე ლორთქიფანიძეimage

2
52
2-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
52
  
2013, 27 აგვისტო, 11:21
ხშირად შემოგთავაზებთ ასეთ პოეზიას.სხვადასხვა ავტორების უბრალოდ ინტერმედია სხვანაირი ხასიათისაა და თავს ვიკავენ რადგან შეიძლება მკითხველი არ ჰყავდეს.
2013, 27 აგვისტო, 8:24
იშვიათად ვკითხულობ ინტერმედიაზე ლიტერატურას. უბრალოდ, საიტს აქვს სხვა ფორმატი და იმიტომ...

აქ კი სანამ ავტორის სახელს და გვარს წაიკითხავ მანამდე უკვე იგრძნობა, რომ ნამდვილი პოეტის ნაწერია.
0 1 2