x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
მადონა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების რეიტინგის სათავეშია?

imageამერიკელი მომღერალი, მადონა, ჟურნალ Forbes ის ვერსიის მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების რეიტინგის სათავეშია. როგორც ჟურნალმა ორშაბათს გამოაქვეყნა მადონამ 2012 წლიდან 2013 წლის ივნისამდე 125 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

გასულ წელს ამ ჟურნალის მიერ გამოცემული ინფორმაციით რეიტინგის სათავეში ცნობილი ტელეწამყვანი, პროდიუსერი და საზოგადო მოღვაწე ოპრა უინფრი იყო, რომლის მდგომარეობა 165 მილიონად იყო შეფასებული.

მეორე ადგილს ჟურნალის მიხედვით იკავებს ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი სტივენ სპილბერგი, 100 მილიონი დოლარით.გასულ წელს მისი შემოსავალი იყო 130 მილიონი დოლარი.

0
25
5-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0