x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
საინტერესო და დაუჯერებელი ამბები ბრიტნი სპირსზე

image- წმინდანი - როცა ბრიტნი 16 წლის იყო, ყველა გიჟდებოდა მისი უცოდველი და უმწიკვლო იმიჯის გამო. მის ქალიშვილობასთან დაკავშირებული ხმები იქამდე მივიდა, რომ ამბობდნენ, კათოლიკურმა ეკლესიამ იგი იმ პიროვნებად უნდა გამოაცხადოს, ვისაც ახალგაზრდები მიჰბაძავენ და მის სახელზე ილოცებენო. კიდევ კარგი ამ ხმებმა ღვთის მსახურების ყურებამდე არ მიაღწია.

- ორსულობები - როცა ყველამ გაიგო, რომ ბრიტნი ქალწული აღარ იყო, მას არაერთ ადამიანთან დასწამეს რომანი. უამრავჯერ გავრცელდა ხმა, რომ გოგონა ორსულადაა. საკმარისი იყო, ცოტა მოემატებინა წონაში, რომ ჟურნალებში მაშინვე წერდნენ მისი ორსულობის შესახებ. მას სულ შვიდჯერ დააბრალეს ორსულობა. აქედან ნამდვილი მხოლოდ ორი აღმოჩნდა.

- "DIE ANOTHER DAY" - სპირსის პირველივე სიმღერა გაჰიტდა. ეს ბევრს არ აძლევდა მოსვენებას. ამიტომ მტერიც მოუმრავლდა. ისინი ჟურნალისტებთან დაუღალავად ჰყვებოდნენ მომღერლის ცხოვრების უარყოფით მხარეებზე. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციაც კი გავრცელდა, ეს მრავალი წლის წინ მოხდა. დიჯეი კრამეტმა და ტვიტჩმა პირდაპირ ეთერში განაცხადეს საშინელი ავარიის შესახებ, რომელშიც ბრიტნი სპირსი და ჯასტინ თიმბერლეიკი მოყვნენ. როგორც ჩანს, მისი სიკვდილი ბევრს ისე მოეწონა, რომ მსგავსი ჭორი კიდევ არაერთხელ გავრცელდა.

- ქურდობა - დადიოდა ხმები, რომ ქმართან, ქევინ ფედერლაინთან განშორებამ მომღერალი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ქურდობა დაიწყო. მას აბრალებდნენ პარიკის მოპარვას ერთ-ერთი მაღაზიიდან და სკანდინავიური სახლის გაძარცვას, რომელშიც მან თავისი 26-ე დაბადების დღე აღნიშნა. ბოლოს ოთხი ქურქის მოპარვას აბრალებდნენ, რომელთა ღირებულებაც 30 ათასი დოლარი იყო. მსგავსი შემთხვევა რომც მომხდარიყო, ეს ალბათ მომღერლის უყურადღებობის ბრალი უფრო იქნებოდა და ფულს მოგვიანებით აუცილებლად გადაიხდიდა. თანაც ის, რომ ოთხ ქურქს ერთად მაღაზიიდან ვერანაირად ვერ გამოიტანდა, ამ ჭორის აფსურდულობაში გვარწმუნებს.

1
164
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
164
  
2013, 26 აგვისტო, 17:34
საინტერესი ინფორმაციაა..
0 1 1