x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში კარტოფილის, სტაფილოსა და ხილის "ჩიფსები".
image


ოჯახურ პირობებში შეგვიძლია დავამზადოთ კარტოფილის, სტაფილოსა და ხილის ჩიფსები, რომელებიც ძალიან გემრიელია და არც მათი დამზადებაა ძნელი.

კარტოფილის "ჩიფსები". ინგრედიენტები:1კ.გ.კარტოფილი, მცენარეული ზეთი და მარილი.კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ ძალიან თხელ ფენებად. შემდეგ გავრეცხოთ ისევ ცხელ წყალში და გადმოვყაროთ საწურზე.უკეთესად, რომ გაშრეს ეს ნაჭრები მოვაწყოთ ქაღალდის სალფეთზე.კარგად გამშრალი ეს თხელი ნაჭრები ჩავყაროთ ადუღებულ ზეთში( ზეთი ავადუღოთ ემალის ქვაბში) შემდეგ შემწვარი ისევ გავაშროთ და მოვაყაროთ მარილი.

ვისაც აქვს სახლში სპეციალური შესაწვავი ქვაბი(ფრიტურნიცა) უკეთესია მასში შევწვათ.



image

სტაფილოს "ჩიფსები":ავიღოთ 2 საშუაო ზომის სტაფილო, 2ს/კ ზეითუნის ზეთი.მარილი.პერიცა.

გავრეცხოთ და დავჭრათ სტაფილო თხელ ფენაბად შემდეგ გავაშროთ.ხელით ამოვსვაროთ ზეითუნის ზეთში შემდეგ სანელებლებში, მოვათავსოთ პერგამენტის ქაღალდზე და შევდგათ აერღუმელში 30 წუთი 100 -120 გრადუსზე.დროდადრო გადავაბრუნოთ.


image

ხილის "ჩიფსები" 1კ.გ. ვაშლი, 1კ.გ მსხალი, 2ს/კ. შაქარი, 1/2 ჩ.კ კორიცა, 1ს/კ ლიმონის წვენი.

ავიღოთ ერთი ჭიქა წყალი და ჩავასხათ მასში ლიმონის წვენი.გარეცხილი ხილი დავჭრათ თხელ ფენებად და თანვე ამოვავლოთ ლიმონიან წყალში. შემდეგ ქაღალდის საშუალებით გავაშროთ, მოვაყაროთ შაქარი და კორიცა. მოვათავსოთ ღუმელში 1 საათი დაბალ 80 გრადუსზე, თუ ამ დროის გასვლის შემდეგ ხილი ისევ რბილი იქნება კიდევ გავაჩეროთ აერღუმელში 1 საათი.

2
1641
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
1641
  
2013, 1 სექტემბერი, 16:38
თამუნა ძან მაგარი სტატიაა,მე პირადად გამომაგდება მომავალში ;*
2013, 28 აგვისტო, 23:37
მაგარია
0 1 2