x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508619
5 ყველაზე საბედისწერო მოტოციკლი მსოფლიოში (ნაწილი მეორე)
მინდა შემოგთავაზოთ მსოფლიოში ყველაზე საბედისწერო იდივიდუალური მოტოციკლები.


5) მოტოციკლი - იაგუარი


Motorcycle Jaguar


აღნიშნური მოტოციკლი, რომელიც დიდ, შავი ფერის კატას ჰგავს, Byron Hemmis-ის დიზაინითაა შექმნილი. იგი მაღალტექნოლოგიური და უსწრაფესი მოტოციკლია. ძლიერი სისტემის წყალობით მას 200 მილი/საათში სიჩქარის განვითარება შეუძლია.



4) მოტოციკლი - ჩონჩხი


Motorcycle Skeleton


ბაიკერების უცნაური ჩაცმულობა და მათი უცნაური გემოვნება არავისთვის არაა ახალი ამბავი. მათ სწორედ თავის ქალებისა და ჩონჩხის გამოსახულებიანი ნივთები მოწონთ. John Farr-მა, რომელიც კომპანია The Crypt-ის ინჟინერია, გადაწყვიტა ბაიკერებისთვის საოცნებო მოტოციკლი შეექმნა, რომელიც მთლიანად ჩონხი იქნებოდა. ქმნილება მართლაც გასაოცარი აღმოჩნდა.


3) მოტოციკლი - Uno


Motorcycle Uno


ეს გახლავთ ინოვაციური მოტოციკლი Uno, რომელიც უცნაური დიზაინითაა გამორჩეული. მისი საბურავი 2 ერთმანეთთან ახლომდებარე დისკებისგან შედგება. ისინი ერთმანეთისაგან მინიმალური მანძილით არიან დაშორებულები, რაც ერთი საბურავის ეფექტს ქმნის. ეს უნიკალური მოტოციკლი წონასწორობას ინტეგრირებული გიროსკოპების საშუალებით ინარჩუნებს.


2) მოტოციკლი - Hubless


Motorcycle Hubless


ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი მოტოციკლი, რომელიც გორგოლაჭებზე გამოვიდა. მას არ გააჩნია დისკები. იგი Amen Design and Engineering-ის უნიკალური ნამუშევრების სიას მიეკუთვნება. მისი ამგვარი დიზაინი მაგიურ ეფექტს ქმნის.


1) მოტოციკლი - სინათლის ციკლი


Motorcycle Light Cycle


ვისაც ნანახი აქვს ფილმი Tron: Legacy, მას, რა თქმა უნდა, ემახსოვრება ეს მოდელი, რომლის საშუალებითაც ფილმის გმირები გადაადგილდებოდნენ. ინჟინრებმა, Mark და Shannon Parker-ებმა ფირმა Parker Brothers Choppers-ის საშუალებით ეს ფანტაზია რეალობად აქციეს. ახლა სულ რაღაც 35 ათას ამერიკულ დოლარად ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი სინათლის ციკლი ჰყავდეს.




0
181
9-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0