სიახლეები ახალი ტიპის მართვის მოწმობა 2013, 23 აგვისტო, 13:23 1 აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცემს ახალი ტიპის მართვის მოწმობას.
ეს მოწმობა აკმაყოფილებს ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ ყველა სტანდარტს.
მისი შემოღება განპირობებულია საგზაო მოძრაობის შესახებ ვენის კონვენციაში შეტანილი ცვლილებებით და ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ ახალ სტანდარტებთან შესაბამოსობაში მოყვანით.
ორივე ( ძველის და ახლის) მართვის მოწმობის ზომები იდენტურია (85.60/54.00/0.80მმ) თუმცა საგრძნობი განსხვავებაა მასალის დრეკადობაში. ახალ მართვის მოწმობას ეს მაჩვენებელი 80-85 გრადუსი აქვს რაც ფაქტიურად გამორიცხავს მის დაზიანებას იგი 100 %-ით დამზადებულია პოლიკარბონატისგან.
ახალი მოწმობის ოფსეტური ბეჭდვა და მისი დაცვის ელემენტები სრულიად აკმაყოფილებს ყველანაირ სტანდარტს. 1584 6-ს მოსწონს
|