x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
რატომ ხდება ღმერთო ასე

imageრატომ ხდება ღმერთო ასე?!
რომ მატულობს სატანჯველი.
იქ გითხრიან ცივ სამარეს
საიდანაც შველას ელი.
რატომ ხდება ღმერთო ასე?!
რომ გიბედავ, გისვამ კითხვას.
რატომ ხდება მე ის მიყვარს
მაგრამ მისთვის ვეღარ მითქვამს.
რატომ ხდება ღმერთო ასე?!
ვძლებთ ერთურთის გასამეტად.
ვინც ღირსია სიმშვიდისა
იტანჯება სხვებზე მეტად.

image


რატომ ხდება ღმერთო ასე?!
გარეთ მზეა მე მაციებს.
სულ პატარა ყურადღება
ვერ შეძლეს, ვერ მომაქციეს.
რატომ ხდება ღმერთო ასე?!
მომკლა ვინც კი შევიყვარე.
დაიღალა ვერ ძლებს სული
მიხმე, შენთან წამიყვანე.
რატომ ხდება ღმერთო ასე.
დრო ყველაფერს ასხვაფერებს.
მაეჭვებს და ვერ ვენდობი
მისაშველად გაწვდილ ხელებს.


image


რატომ ხდება ღმერთო ასე?!
რომ “ცუდია'' მოლოდინი.
ვარ საშინლად მოწყენილი
ბოთლში დამწყვდეული ჯინი.
რატომ ხდება ღმერთო ასე?!
ვერ ვპოულობთ სხვა გასართობს.
ეს ამდენი სატანჯველი
გამძლეობას ჩვენსას აწრთობს.
გულს ეცლება სიხალასე.
იცვლები და ვერაგდები.
ქრება ქვეყნის სილამაზე
ცის სილურჯე, ფერადები.
რატომ ხდება ღმერთო ასე?!
ბედს უბედურს ვუჯერდები.
სხვისთვის გული ქვის ჩაგიდგამს
ჩემთვის სუსტი უჯრედები.


image


რატომ ხდება ღმერთო ასე?!
გვაძლევ ნებას განუსაზღვრელს.
ვინ შეიძლებს ვინ აღადგენს
სათნოების წაშლილ საზღვრებს?!
რატომ ხდება ღმერთო ასე?!
მოწყალების იმედს შევრჩი.
მეათასედ მივეც შანსი.
მეატასედ ვამბობ ..შევცდი''.


image

4
87
3-ს მოსწონს
ავტორი:გოჩა5555
გოჩა5555
87
  
2014, 18 მარტი, 14:23
მიტომ ხდება რომ ასეთი კარგი ლექსები წერო.ა
2013, 19 აგვისტო, 21:29
სხვისთვის გული ქვის ჩაგიდგამს
ჩემთვის სუსტი უჯრედები.
0 1 4