x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
ანჩელოტის რეალი და ლა ლიგა იწყება!

imageდღეს, საქართველოს დროით 23საათზე, მადრიდის რეალი ბეტისთან ლა ლიგის პირველ მატჩს ჩაატარებს .ახალი მწვრთნელი, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი და დიდი იმედები, რომ წელს რეალი შეძლებს დაამტკიცოს, რომ ის ნომერ პირველია. დებიუტი აქვს ლა ლიგაში მწვრთნელს კარლო ანჩელოტს, მან პრესკომფერენცია გამართა და ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ რეალი არის გუნდი, რომლისგანაც არ ელოდებიან მხოლოდ შედეგს, მისგან ელიან სანახაობას და სწორედ ესეთ სეზონს პირდება კარლო რეალის და არა მარტო რეალის გულშემატკივარს.მას გამარჯვებით სურს დაიწყოს სეზონი : ''მადრიდის ''რეალში '' საკმარისი არ არის გამარჯვება, შენ უნდა აჩვენო სანახაობა, რომელიც მოხიბლავს გულშემატკივარს. გუნდი კარგად გაისარჯა და საკმაოდ მაღალი სათამაშო დონეც აჩვენა წინასასეზონო სამზადისზე, იმედი მაქვს ანალოგიურად ვითამაშებთ ''ბეტისთანაც'' და ასევე მთლიან სეზონში. ბერნაბეუზე ჩემი დებიუტი განსაკუთრებული მომენტი იქნება ჩემს ცხოვრებაში, ეს სტადიონი სარკეა სრულიად გუნდისა. თუ ფეხბურთელები კარგად თამაშობენ ეს სტადიონზეც აისახება და გულშემატკივარი დიდი ზემის მხილველი ხდება. ეს ატმოსფერო ენით აღუწერელია, ეს უნდა შეიგრძნო.''

image

გუნდში მოხდა ნომრების გადანაწილება და აღმოჩნდა რომ 11ნომერი თავისუფალია. გულშემატკივრები თვლიან რომ ამ მაისურს ბეილს უნახავენ .პრესკომფერენციაზე ანჩელოტმა ამაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: "თქვენ გაინტერესებთ, რატომ არის 11 ნომერი თავისუფალი? მე კი მარტივი პასუხი მაქვს. ეს მაისური არავის მოუთხოვია, ამიტომაც არის ვაკანტური."

7
22
11-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
22
  
2013, 18 აგვისტო, 20:09
ჰალამადრიდ
2013, 18 აგვისტო, 18:41
მადლობაააააააა მათი სახელით:):):)
2013, 18 აგვისტო, 18:40
წარმატებებს ვუსურვებ მწვრთნელსაც და გუნდსაც.
2013, 18 აგვისტო, 18:38
მე მჯერა ჩემი გუნდის ....
2013, 18 აგვისტო, 18:37
აბა ელა გიყურებ ასეთ იმედს რომ ამყარებ ამ ადამიანზე დღეს რისი მაქნისია:DDDDDDD უეჭველი მოიგებს ჰალაააა!!
2013, 18 აგვისტო, 18:32
ჰააააააალააააააააააა
2013, 18 აგვისტო, 18:29
დღეიდან იწყება ანჩელოტ შენი მიზნებისკენ სვლა :))
0 1 7