x
image
მარიამ მინდიაშვილი
როგორ მოვამზადოთ პრეზენტაცია

imageრას ვგულისხმობთ როდესაც ვამბობთ „მე ვიცი Power Point-ში მუშაობა“ ალბათ იმას, რომ შეგიძლიათ ჩაყაროთ ფოტოები, დაადოთ ტექსტი და ა.შ. ეს ყველაფერი ასე თუ ისე საკმარისია, მაგრამ პრეზენტაციის გაკეთებისას იმის გარდა, რომ თქვენ აუცილებლად უნდა შეძლოთ სათანადო ტექსტის და ინფორმაციის მომზადება საჭიროა ვიზულაურად გამართული ფაილის მიტანაც.
რანაირად შთამბეჭდავადაც არ უნდა ლაპარაკობთეთ თქვენს უკან გაშვებულ სლაიდებში პატარა შეცდომაც უკვე დიდ მინუსად ჩანს.
მაშ ასე, ჩვენ გვაქვს უკვე შესაბამისი ინფორმაცია, ვიცით როგორ დავალაგოთ პრეზენტაცია და დარჩა მხოლოდ ერთი ნაბიჯი, სწორი აწყობა.
პირველი შეცდომა რასაც 60-70% პრეზენტატორების უშვებს ეს არის Power Point-ში სურათის ხარისხი.
აარჩიეთ ისეთი ფოტო, რომელსაც დიდი გაფართოვება აქვს, მასთან მუშაობა უფრო იოლია და ზომის შეცვლისას ხარისხის დაკარგვის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
გაასწორეთ სურათი, ის სმეტრიული უნდა იყოს ტექსთთან მიმართებაში. თუ მთელ სლაიდზე გსურთ ფოტოს გაყვანას ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ტიპის მონიტორზე აპირებთ გაშვებას. არ აგერიოთ სურათის ზომები. მაგალითად, ერთი სლაიდი კვადრატული ფორმის ხოლო მეორე მართკუთხედი, მესამე დიდი, მეოთხე პატარა, ეს ყველაფერი ვიზულაურ ეფექტს კარგავს. ყველა სურათი შესაძლებლობის მიხედვით უნდა ერთი ზომის იყოს.
ტექსტის დადების დროს წინასწარ შეარჩიეთ შრიფტი. თუ ქართულ შრიფტთან ერთად ინგლისურს ხმარობთ, ორივე სასურველია ერთი ზომის იყოს. გამოყავით ის ტექსტის ნაწილი, რაც პრეზენტაციისთვის მნიშვნელოვანია. თუ ფერის შეცვლა გსურთ, ის აუცილებლად უნდა სურათის ფერებთან შეახამოთ (თუ სლაიდზე სურათიც არის ჩასმული)
პრეზენტაციის ზედმეტად დატვირთვა მსმენელს დააბნევს. ის რაც სლაიდზეა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გამოსვლის ილუსტრაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მიაწოდოთ მეტი ინფორმაცია ვიდრე სლაიდმა, ის მხოლოდ თქვენს სიტყვას აფორმებს.
შეეცადეთ ეკრანს ნაკლებად უყუროთ, მთელი ყურადღება მსმენლისკენ გადაიტანეთ.
გაითვალისწინეთ Power Point-ის გარდა კიდევ ბევრი პროგრამა არსებობს. თუ გინდათ მაქსიმალური ეფექტი მოახდინოთ აირჩიეთ ის პროგრამა, რომელსაც უმეტესობა არ ხმარობს, ამის შემდეგ თქვენ პრეზენტაციას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მეტს დაამახსოვრდებით.
პრეზენტაციების 90% Power Point-ით აკეთებენ. მართალია არსებობს სხვა ბევრი პროგრამა, მაგრამ Power Point-ში მუშაობის სიმარტივის გამო ყველა მაინც მას ხმარობს.


0
509
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მინდიაშვილი
მარიამ მინდიაშვილი
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0