x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
გმირი ვარსკვლავები

imageცნობილი ადამიანები საზოგადოების ყურადღების მისაბყრობად უამრავ ხერხს მიმართავენ და ხშირადაც ხდებიან ხმაურიანი, არცთუ სასიამოვნო, სკანდალების მონაწილეები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას გმირული ქმედებებით იმსახურებენ.




კეიტ უინსლეტი


imageკეიტ უინსლეტს თავისი გმირული ბუნების გამჟღავნება მაშინ
მოუწია, როცა თავის ექს ბოიფრენდთან და შვილებთან ერთად ისვენებდა რიჩარდ ბრენსონის კუთვნილ კუნძულზე 2011 წელს. ხანძარს რომელიც
ელვის დაცემამ გამოიწვია ყველა დამსვენებელი, მათ შორის რიჩარდ ბენსონის დედაც. უვნებელი
გადაურჩა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კეიტმა 90 წლის ქალბატონი ალმოდებული სახლიდან ზურგზე
მოკიდებული გამოიყვანა.



ჰარისონ ფორდი
ჰარისონ ფორდს 2000 წელს მოუწია გადაერჩინა 20 წლის
მოგზაური გოგონა, სარა ჯორჯი, რომელიც მეგობრებთან
ერთად ცდილობდა ვაიომინგში ვარსკვლავის რანჩოსთან
imageმდებარე მთაზე ასვლას. გოგონას გაუწყლოება
დაემართა და არამცთუ უკან დაბრუნებას ფეხის გადადგმასაც ვეღარ ახერხებდა. ჰარისონ ფორდმა კი მედიკოსების მისვლამდე კუთვნილი ვეტრფენით ახალგაზრდა სამშვიდობოს გაიყვანა.




უილ ფერელი

image2009 წელს უილ ფერელმა მონაწილეობა მიიღო ცნობილი ექსტრემალი მოგზაურის ბეარ გლილსის გადაცემაში ”ადამიანი ველური ბუნების წინააღმდეგ”(Man vs. Wild, Born Survivor: Bear Grylls ) მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ თვალყურის დევნება თავად წამყვანს დასჭირდებოდა. საქმე იმაშია, რომ გამოცდილ მოგზაურს ყინულის კლდის ნაპირას მოძრაობისას ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა. სანამ წამყვანი ცდილობდა მოეფიქრებინა, თუ როგორ ამოსულიყო უკან, უილ ფერელს გაუსაძლის ყინვაში, 40 წუთის განმავლობაში ეჭირა თოკი, რომლის მეორე ბოლოზეც ბეარ გრილსი იყო გამობმული.

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:Pumpkin Joe
Pumpkin Joe
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0