x
image
ვიზა კოხაძე
მაყვლის საწებლის მომზადების მეთოდი
image10 კილოგრამი მაყვალი გავრეცხოთ კარგად და გავაშროთ საწურზე ისე, რომ წყალი არ შეყვეს.შემდეგ ჩავჭყლინტოთ ხელით და როცა კარგად დაიჭყლინტება, ჩავასხათ ქვაბში და კიდევ ერთხელ ავურიოთ ხელით, რათა მარცვლები კარგად გაისრისოს.მეორე ქვაბზე დავდოთ საწური, დავაფინოთ ორი ტოლი მარლა, ცოტ-ცოტა გადმოვიღოთ მარლაზე და ეტაპობრივად ვიწყებთ გაწურვას.მარლას უნდა მოვუკრათ თავი ხელით.რაც დარჩება მარლაში, იმ მასას ვყრით.

წინასწარ გამზადებული უნდა გვქონდეს შემდეგი დასახელების და რაოდენობის ინგრედიენტები:

1) ნიორი -300 გრამი:

2) ომბალო - 150 გრამი:


3) ქინძი - მწვანე მარცვლიანი და ფოთლიანი -რაც ბევრი იქნება, უკეთესია:

4) ცერეცო - ასევე მარცვლიანი და ფოთლიანი 100 გრამი:

5) წიწაკა და მარილი გემოვნებით.

image
დასახელებული ინგრედიენტები ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული სასურველია გაწურვის დროს მივცეთ და მაყვალთან ერთად გავწუროთ.

გავითვალისწინოთ, რომ მარცვლიანი ქინძი აუცილებლად უნდა დაინაყოს მარილთან ერთად.როდესაც გაწურვას დავასრულებთ, შემდეგ წინასწარ გამზადებულ მშრალ ბოთლებში ვაგდებთ "ასპირინის" თითო ტაბლეტს და ვინახავთ საზამთროდ.

10 კილოგრამ მაყვალში ზუსტად 6 ლიტრი საწებელი გამოდის.

image





4
1518
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1518
  
2013, 12 აგვისტო, 3:04
ძალიან კარგია:)))
2013, 9 აგვისტო, 22:13
არა და ვნახავ.
2013, 9 აგვისტო, 22:01
მეორე ნახე წიწილა მაყვალში?
2013, 9 აგვისტო, 21:38
და კაი სოფლის ვარია უნდა ამას კიდე.
0 1 4