x
image
ჩუმარდო
ყველაზე სასაცილო ხუმრობა მსოფლიოში

image შეჯიბრების შედეგად ყველაზე მაღალი შეფასება მიიგო ფსიქიატრ გარპალ გოსელის შემდეგმა ხუმრობამ:
„ორი მონადირე გამოდის ტყიდან და ერთი უეცრად ეცემა მიწაზე. აღარ სუნთქავს და თვალებიც შუშისა გაუხდა. მეორე მონადირე ტელეფონით რეკავს 911 ნომერზე და მღელვარებისაგან სუნთქვაშეკრული ჩასძახის ყურმილში: „ მეგობარი მომიკვდა, რა ვქნა?“ ოპერატორი პასუხობს: „დამშვიდდით, დაგეხმარებით; ოღონდ, დასაწყისისთვის მოდით, დავრწმუნდეთ, მართლა მკვდარია თუ არა?“ რამდენიმე ხნის მანძილზე ყურმილი დუმს, შემდეგ ისმის გასროლა. მონადირე ეკითხება დისპეტჩერს: „კი, ნამდვილად მკვდარია, ეხლა როგორ მოვიქცე?“
შოტლანდიელების საუკეთესო ხუმრობად აგიარეს:
„მე მსურს მოვკვდე მშვიდად და წყნარად, როგორც მოკვდა ჩემი ბაბუა და არა ისე ყვირილითა და ფორიაქით, როგორც მისი ავტობუსის მგზავრები“!
დიდ ბიტანეთში:
„ ორი სინდიოფალა ზის სკამზე. ერთი ეუბნება მეორეს დამცირებით: „მე დედაშენთან ვწოლილვარ“. დუმილი. ორივე სინდიოფალა დადარაჯებულია, რა მოხდება შემდეგ. პირველი ისევ იმეორებს: „მე ვწოლილვარ დედაშენთან!“ მეორე ბოლოს და ბოლოს გამოეპასუხება: „წადი, მამა, სახლში, შენ მთვრალი ხარ!“
აშშ-ში:
„ორი მამაკაცი თამაშობს გოლფს. უეცრად მათი სათამაშო მოედნის მიღმა ჩნდება სამგლოვიარო პროცესია. ერთი მოთამაშეთაგანი ხევდება დარტყმის მომენტში, იხდის კეპს, ხუჭავს თვალებს და თავს ხრის დაბლა. პარტნიორი ეუბნება: „ეს არის ყველაზე მგრძნობიარე ჟესტი, რომელიც ოდესმე მინახავს. თქვენ უთუოდ უკეთილშობილესი ადამიანი ბრძანდებით!“ პასუხად: „დიახ, ჩვენ ხომ 35 წლის ცოლ–ქმარი ვიყავით!“
ბელგიაში:
„რატომ აქვთ იხვებს აპკისებური თათები? იმისათვის, რომ ჩააქრონ ხანძარი. სპილოებს რატომ აქვთ ბრტყელი ფეხები? რათა გასრისონ ცეცხლმოკიდებული იხვები!“
რომელი ხუმრობა ჯობიაა?

12
1485
12-ს მოსწონს
ავტორი:ჩუმარდო
ჩუმარდო
1485
  
2012, 25 დეკემბერი, 15:55
ხო რა :D:D ჩემები ჯობია ^_^ D:D
2012, 25 დეკემბერი, 15:27
კარგია მარა არა საუკეთესო
2012, 20 ოქტომბერი, 19:43
პირველი მაგარია
2012, 3 აგვისტო, 9:57
აი,მესმის ღადაობა:D
2012, 1 აგვისტო, 11:38
მე მომეწონა მაგრა
2012, 23 ივლისი, 0:47
აზრზე არ არიან
2012, 7 ივნისი, 16:26
შოტლანდიურმა დაგლიჯა
2012, 4 ივნისი, 17:29
სინდიოფალები მომეწონა :D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10