x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ზაფხულის 2013- მოდური ქვედაკაბები
ზაფხული 2013 ქვედაკაბების სეზონად გამოცხადდა-მინი, მიდი, მაქსი-ნებისმიერი სიგრძე, უსაზღვრო ფანტაზია და ორიგინალური ნახატებიანი ქვედაკაბები იერსახეს ქალურობას და რომანტიკულობას მატებს.

ნეონისფერი

განკუთვნილია იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა სურთ. ნეონისფერი მეტად მოდურია წელს, ის ნებისმიერი ფორმის და სიგრძის ქვედაკაბას უხდება. განსაკუთრებით პოპულარულია ლიმონისფერი, რომელსაც გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე შავი ან თეთრი ზედა სამოსი უნდა შეუხამოთ.

image


Versace-კენდის სვეინპოული;


"Wrap"-ტრადიციული საოფისე ქვედაკაბა მიმდინარე ზაფხულში ცოტა დამოკლდა და გადაიქცა საზღვაო სექსუალურ სამოსად, რომელიც ასევე გამოდგება ქალაქში სასეირნოდაც. დიზაინერები Wrap ქვედაბოლოების მრავალფეროვან ვარიანტებს გვთავაზობენ-ნეონისფერს, ნახატებით გაფორმებულს.. ასეთი ქვედაბოლო გრძელ ფეხებს განსაკუთრებით უსვამს ხაზს, მას აბრეშუმის ბლუზა ან კლასიკური სტილის მაისური შეუხამეთ.


image

Gianfranco Ferre, Salvatore Ferragamo


image

Band-Of-Outsiders-Asos


А-სილუეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი გახდა-

ის მეტად ელეგანტურია და ხაზს უსვამს მოხდენილ სხეულს, განსაკუთრებით მუხლს ქვემოთ სიგრძის ქვედაბოლო. მსგავსი მოდელის დიდი თაყვანისმცემელია ვიქტორია ბექჰემი, მის საზაფხულო კოლექციაში А-სილუეტი-ს ქვედაკაბებს ცენტრალური ადგილი უკავიათ. ცნობილი ბრენდები ქვედაკაბების საინტერესო ვარიანტებს გვთავაზობენ.

image

Chanel, Rag & Bone

image

ვიქტორია ბექჰემის გაზაფხული-ზაფხული 2013 კოლექცია


შავ-თეთრი ზოლები

მონოქრომული ზოლები მეტად პოპულარულია მსოფლიო პოდიუმებზე. მეტად პრაქტიკულმა ნახატმა თავისი ადგილი იპოვა ზაფხულის მოდურ ქვედაბოლოებშიც, განსაკუთრებით А-სილუეტის მოდელებში მაგ. Asos, Dolce & Gabbana-ის კოლექციებში, და Michael Kors და Marc by Marc Jacobs-ის მომხიბვლელ მინი-მოდელებში. ზოლიანი ქვედაბოლოები შეუხამეთ ერთტონიან ბლუზებს, ისინი მეტად ეფექტურად გამოიყურება აბრეშუმის ლიმონისფერ ან ჟოლოსფერ ზედა სამოსთან, ასევე კაშკაშა ნეონისფერ აქსესუარებთან.

image

Michael Kors; Dolce & Gabbana

image

Asos, Acne


ჯინსი- წაუგებელი ვარიანტია ზაფხულის სეზონისთვისაც. ჯინსის ქვედაბოლოები ან მისი საზაფხულო ვერსია "შამბრე" - მსუბუქი, ნატურალური ქსოვილი ჯინსის იერით, მოუხდება როგორც კლასიკურ თეთრ ბლუზას, ასევე როკენროლის სტილის მაისურს. ორიგინალური იდეების მოყვარულებისთვის ბრენდებმა Marc Jacobs, APC, DSquared და Replay ჯინსის ქვედაბოლოები გააფორმა მეტალის შესაკრავებით, მოციმციმე მძივებით.

image

DKNY; DSquared


მაქსი- რომანტიკული სიგრძე კოჭებამდე წლევანდელ ზაფხულსაც საკმაოდ აქტუალურია. დღისთვის შეარჩიეთ კაშკაშა ფერის, ყვავილებიანი ან გრაფიკული ნახატებით გაფორმებული. ხოლო საღამოსთვის უფრო გლამურული მეტალის ფერებში ან დაგოფრილი აბრეშუმისგან შეკერილი მოდელები. ეფექტური დეტალი გახლავთ თეძოზე შეჭრილი ქვედაბოლო.

image

DKNY Yohji Yamamoto

image
Alexis-Mabille; Next

1
128
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
128
  
2013, 13 აგვისტო, 20:45
კარგი სტატიაა )))
0 1 1