x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"ალბათ, რადგან მამა არანაირ ინიციატივას არ იჩენს, ბავშვი დედის გვარზე იქნება"-იმედა კახიანი
image
არ წყდება სკანდალი ნინი ბადურაშვილისა და მისი ოჯახის გარშემო.

მას შემდეგ, რაც ნინის პატარა გოგონა, ელენიკო გაუჩნდა, ახლა საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა იმაზე, თუ რა გვარის იქნება ბავშვი.

როგორც, მისი ბაბუის იმედო კახიანის მიერ, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ირკვევა, ბავშვის მამა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ირაკლი კუტალაძე, დღემდე არ შეხმიანებია. იმედა კახიანი, ნინის ყოფილი მეუღლის საქციელს არაკაცურად მიიჩნევს, მაგრამ მათ ურთიერთობაში ჩარევას, მაინც არ აპირებს. რაც შეეხება, ირაკლის ბაბუას, ძველ წყარბურთელ გივი ჩიქვანაიას, ბატონ იმედა კახიანის ძველი მეგობარი ყოფილა და ვინაიდან არცერთს არ უცდია მათთან დაკავშირება, არც ბატონი იმედა აპირებს მათთან თავისი ინიციატივით დალაპარაკებას. მაგრამ, იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ახალგაზრდები შესაძლოა შერიგდნენ. ყოფილ სიძეს, ირაკლი კუტალაძეს, ნინის ბაბუა დადებითად ახასიათებს.

რაც შეეხება იმას, თუ ვის გვარზე იქნება პატარა ელენიკო, ბატონმა იმედამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კუტალაძე კარგი გვარიაო,


" ბაგრატიონიც რომ იყოს, ვერ შევეხვეწებით თუ არ უნდა"-ო .

ასევე, მან კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ ნინის გოგონა ბადურაშვილი იყოსო, უპასუხა:

"ალბათ, რადგან მამა არანაირ ინიციატივას არ იჩენს, ბავშვი დედის გვარზე იქნება, აბა, როგორ?!"

0
758
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
758
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0