x
image
ბელენაი
მთვარის რომელ ფაზაში იმატებს ვნება
imageმზარდი მთვარის ფაზაში

კარგია მკურნალობის დაწყება.

ამ დროს ძლიერდება პრეპარატების მოქმედება ორგანიზმზე, ადვილად ხდება ვიტამინების და მინერალების ათვისება.

მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში კარგია გამწმენდი პროცედურების ჩატარება, მასაჟი. ასევე, იწყება ორგანიზმში ცხიმის დაგროვება, ამიტომ, უნდა აკონტროლოთ საკუთარი წონა.


მზარდი მთვარის პერიოდში კარგია რომანტიკული შეხვედრები; ასევე, ეს პერიოდი იღბლიანია და წარმატებების მომტანი საქმიან სფეროში.

ამ დღეებში ადამიანმა უნდა გამოიჩინოს მეტი ყურადღება

გარემოებების მიმართ. დაუშვებელია კონფლიქტები, მოუთმენლობა და სულსწრაფობა. ამ დროს იზრდება ემოციურობა და, ამიტომ, მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა.

მთვარის მეორე ფაზაა, როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს.

ამ დროს ხდება ენერგიის მომატება. ადვილად არის შესაძლებელი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა. ადამიანმა უნდა იმოქმედოს თამამად.

სავსემთვარეობის პერიოდში ხდება ენერგიის მაქსიმალური ხარჯვა; ასევე, მოჭარბებული და დაგროვილი ენერგია უკონტროლო ხდება. ადამიანი აფორიაქებულია, ნერვული სისტემა დაძაბული აქვს და აწუხებს უძილობა. ამ პერიოდში დიდია ავარიების, ჩხუბის, კამათის, ჯამრთელობის გაუარესების ალბათობა. ეს დრო მშვიდად და წინდახედულად უნდა განვლოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტ ვნებასა და ემოციურ ელფერს იძენს.

მთვარის მესამე ფაზა უკავშირდება აქტიურ მოქმედებას, სასიხარულო მოვლენებს და ადამიანი მეტად შრომისუნარიანი ხდება. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ და ყველაფერი გამოგივათ.

კლებადი მთვარის დროს, კარგია ოპერაციების ჩატარება, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი ადვილად იტანს ქირურგიულ ჩარევას და, ასევე, სწრაფად იწყებს გამოჯამრთელებას. კარგია მეგობრებთან და ნაცნობებთან კონტაქტი. ორგანიზმი ნაკლებად ითხოვს საკვებს, რაც წონის პრობლემებსაც აგარიდებთ თავიდან.

მთვარის კლება კი მეოთხე ფაზაა. ამ პერიოდში ჩვენი ორგანიზმი იწყებს დასუსტებას - ადვილად ვიღლებით და შრომის უნარიც დაქვეითებულია. ამიტომ, ნუ დაატანთ თავს ძალას, ჯობია, ცოტა ხნით მოითმინოთ და რამდენიმე დღეში მთვარის ახალი რკალის გამოჩენას დაელოდოთ.

ავტ: ბელენაი

3
103
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
103
  
2013, 18 ივლისი, 13:13
შეიძლება.
2013, 18 ივლისი, 13:11
ვინმე დადებდა ალბათ
2013, 18 ივლისი, 12:03
ეს სტატია ახლა "ოდნოკლასსნიკებში" ვნახე.
0 1 3