x
image
Jokero
Mediator image
მუსი ,,პიკანტი''

imageსაჭირო ინგრედიენტებია: 4 ბანანი, 2 ვაშლი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 2 ფორთოხალი, 2 სადილის კოვზი თაფლი, 300 მილი ლიტრი იოგურტი, ცოტა მუსკატის კაკალი, ყინულის ნატეხი, 2 სადილის კოვზი მუსლი, ლიმონის ქერქი – მოსართავად.

მომზადების წესი: ბანანი გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. ვაშლიც გათალეთ და ისიც პატარა ნაჭრებად დაჭერით. ბანანიც და ვაშლიც დანამეთ ლიმონის წვენით. ფორთოხალი გაფცქვენით და დაშალეთ ნაჭრებად, ხილი ჩაყარეთ ბლენდერში, ჩაუმატეთ თაფლი, იოგურტი, მუსკატის კაკალი, ყინული, მუსლი და ათქვიფეთ. ჩაასხით ოთხ პატარა თასში და მორთეთ ლიმონის ქერქით.

0
72
6-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0