x
image
მაია წიკლაური
სერიალ Glee-ს ("კლუბი") მსახიობი კორი მონტეიტი გარდაცვლილი იპოვეს.
image

კანადელი მსახიობი, მუსიკალური ტელესერიალის Glee-ს ვარსკვლავი კორი მონტეიტი გუშინ, 13 ივლისს ვანკუვერის ერთერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 31 წლის იყო.


image


სასტუმროს პერსონალის განცხადებით კორი მონტეიტი გასულ შაბათს დაბინავდა და ამ შაბათს სასტუმროს დატოვებას აპირებდა. მისი ცხედარი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მან სასტუმროდან გაწერა დააგვიანა. პოლიციამ მისვლისთანავე

დაადასტურა, რომ იგი უკვე რამოდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. სასტუმროს ვიდეო კამერის ჩანაწერების მიხედვით ის იმ დროისთვის ოთახში მარტო იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციამ მკვლელობის ვერსია გამორიცხა. ცხედრის გაკვეთა ორშაბათისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გაირკვევა.



image


კორი მონტეიტი 1982 წლის 11 მაისს დაიბადა. სამსახიობო კარიერა ვანკუვერში დაიწყო. Fox-ის ტელესერიალში Glee, ის ფინ ჰადსონის როლს თამაშობდა. მან ასევე ითამაშა ფილმში All the Wrong Reasons, რომელიც ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა.

ამა წლის აპრილში მსახიობმა გადაწყვიტა გაევლო სამკურნალო კურსი ნარკოდამოკიდებულების დასაძლევად. 2011 წელს მან აღიარა, რომ 19 წლის ასაკიდან ბოროტად იყენებდა სხვადასხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.

"მე მიყვარს კორი და გვერდში ვუდგავარ, მეც მასთან ერთად გადავიტან ყოველივეს. მე ვამაყობ, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა"- განაცხადა კორის მეგობარმა გოგონამ და კოლეგამ ლეა მიშელმა.


image


მონტეიტი ახლოს ცხოვრობდა თავის მშობლებთან ჯო მონტეიტთან

და ენ მაკგრეგორთან, რომელმაც მარტომ აღზარდა კორი და მისი ძმა შონი.


image

image

image

imageimage

imageimage
image




0
147
4-ს მოსწონს
ავტორი:მაია წიკლაური
მაია წიკლაური
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0