x
image
Jokero
Mediator image
ესეც თქვენი უგემრიელესი კარტოფილიანი პიცა
imageამ კერძისათვის საჭირო მასალის

მრავალფეროვნება ნუ შეგაშინებთ,

არცერთი მათგანი ძნელად საშოვნელი

არ არის და, რაც მთავარია იაფია.


ეს კერძი, ამასთანავე, საკმაოდ

კალორიულიცაა.


10 ულუფისათვის: 250გრ, ფქვილი,

მარილი, საფუარი, 1 სუფრის კოვზი

შაქარი, 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი,

750გრ. კარტოფილი, 100გრ. ნაღები,

1 ცალი კვერცხი, თითო სუფრის

კოვზი როზმარინი და ქონდარი, 250გრ. გახეხილი ყველი.

მომზადება: 1. ჩაყარეთ თასში ფქვილი, მარილი, საფუარი. მოზილეთ

ცომი, დაუმატეთ შაქარი და 125 გრამი ანადუღარი წყალი.

2. ცომს აცალეთ აფუება. ამოაგუნდავეთ, გადააფარეთ ცელოფანი და

თბილად გააჩერეთ 30 წუთს.

3. კარტოფილი დაჭერით პატარა ნაჭრებად, შეურიეთ ნაღები, კვერცხი,

როზმარინი და ქონდარი. მარილი და წიწაკა გემოვნებით. გაახურეთ

ჰაერღუმელი 200 გრადუსამდე, ცომი გააბრტყელეთ, დადეთ ტაფაზე

და ამოუწიეთ კიდეები.

4. ზემოდან დაალაგეთ კარტოფილის ნაჭრები, მოასხით ნაღები, უხვად

მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ჰაერღუმელში 30-40 წუთით.

ამ კერძის მომზადებისთვის 100 წუთია საჭირო. თითეულ ულუფაში

560 კალორიაა.

2
184
7-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
184
  
2013, 12 ივლისი, 18:45
მეც უზომოდ
2013, 12 ივლისი, 18:44
ძალიან მიყვარს!
0 1 2