x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დისკუსია თემაზე: “ქალაქგანვითრების პრობლემები - ვინ და ვისთვის ქმნის ურბანულ სივრცეს?

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international) ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიას აქტუალურ საკითხებზე, რომელის მიზანია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება.

imageშემდეგი ასეთი დისკუსია თემაზე: “ქალაქგანვითრების პრობლემები - ვინ და ვისთვის ქმნის ურბანულ სივრცეს?” გაიმართება ორშაბათს, 15 ივლისს 18:00 საათზე dvv international-ის ოფისში (იხილეთ თანდართული რუკა).
მომხსენებლის რანგში დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:


ზურაბ ბაქრაძე, ქალაქთმგეგმარებელი;
ვახტანგ ლეჟავა, პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

დისკუსიას მოდერირებას გაუწევს დავით ჯიშკარიანი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

საქართველოს სივრცითი მოწყობის ერთიანი სტრატეგიის შემუშავების და ურბანული საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის სრულყოფის აუცილებლობამ დღეს განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი. ჩვენს სინამდვილეში ურბანული განვითარება ხშირად სპონტანურ და ქაოტურ ხასიათს ატარებს და მოქალაქეთა ზრუნვის და შფოთის საფუძველი ხდება. როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი საცხოვრებელი გარემო ისე, რომ არ დაკარგოს თავისის ისტორიული სახე, არ დაარღვიოს ეკოლოგიური გარემო, არ შექმნას ესთეტიური დისჰარმონია და, ამავე დროს, უზრუნველყოს ადამიანური ღირსების შესაფერი საცხოვრებელი, სამუშაო და დასვენების პირობები მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გარემოთი, სწორად დაგეგმილი ინფრასტუქტურითა და მოწესრიგებული კომუნიკაციებით...ამავე დროს, თითოეული მოქალაქე არის ქალაქგანვითარების სუბიექტი და იგი უშუალოდ უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში. აღნიშნული დისკუსია მიზნად ისახავს დიალოგის ხელშეწყობას სივრცული დაგეგმვის პროცესის მონაწილე მხარეთა შორის და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ამაღლებას საკუთარი საარსებო გარემოს ფორმირებაზე.

ღონიძიებაზე მოწვეული არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

პროექტის პარტნიორები არიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU).

დისკუსიაში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ კვალიფიციური ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო კითხვებზე, გამოხატოთ საკუთარი აზრი, მოისმნოთ სხვათა მოსაზრებები და გააკეთოთ შესაბამისი დასკვნები. მოხარული ვიქნებით, თუ გამონახავთ დროს და ჩვენთან ერთად არაფორმალურ გარემოში, საინტერესოდ გაატარებთ საღამოს.

წინასწარ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ელ. ფოსტის, ფეისბუკის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.

პატივისცემით

dvv international-ის დისკუსიების საორგანიზაციო ჯგუფი

საკონტაქტო მისამართი: 2 251 752
599 910 023

info@dvv-international.ge
katsitadze@dvv-intenational.ge

თბილისი, ყიფშიძის ქ. 20
მე-2 სადარბაზო, მე-3 სართული
(თურქეთის საელჩოს უკან, ირანის საელჩოს კულტურის ცენტრის გვერდით)


წინა დისკუსიების სანახავად მიყევით ლინკს







0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ზვიადაური
ნინო ზვიადაური
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0