x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
მსოფლიოში ყველაზე ხნიერი მოდელი - კარმენ დელ ორეფაისი
image


















ამ სტატიაში წამოგიდგენთ კარმენ დელ ორეფაისს (Carmen Dell’Orefice), დღესდღეობით ყველაზე ხანშიშესულ მოდელს. იგი 1931 წელს, ნიუ იორკში დაიბადა. 2011 წლის 3 ივნისს მას 80 წელი შეუსრულდა, მაგრამ ჩვენებებში დღემდე იღებს მონაწილეობას.

image


სამოდელო კარიერა კარმენ დე ორეფაისმა 11 წლისამ დაიწყო, როდესაც სრულიად შემთხვევით, ავტობუსში ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ცოლმა შეამჩნია. image



ფოტოგრაფმა კარმენს საცდელი სურათები გადაუღო. მალე კარმენის დედამ მიიღო ფოტოები წერილით, რომელშიც ფოტოგრაფი ატყობინებდა, რომ მისი ქალიშვილი, მართალია, ძალიან კარგი და ზრდილობიანი ბავშვი იყო, მაგრამ სრულიად არაფოტოგენური!

image


მაგრამ ამ აზრს არ იზიარებდა კარმენის ნათლია, რომელმაც ფოტოები თავის ნაცნობს, ჟურნალ Vogue-ის რედაქტორს, კეროლ ფილიპსს აჩვენა, ამ უკანასკნელმა კი მთავარ რედაქტორს - დიანა ვრილანდს მიუტანა. აქედან დაიწყო კარმენის თანამშრომლობა ჟურნალთან.

image

image


კარმენი სამჯერ გათხოვდა, მაგრამ სამჯერვე წარუმატებლად. შეეძინა ერთი ქალიშვილი და ჰქონდა საკმაოდ წარმატებული კარიერა.

მას შემდეგ, რაც ჭაღარა გაუჩნდა, მოდელმა გადაწყვიტა აღარ შეეღება თმა და მხოლოდ გაეღიავებინა. ამგვარად ხაზი გაუსვა თავის ასაკს და ახალი იმიჯი შეიძინა, რამაც მის კარიერაში ახალი, ამჯერადაც წარმატებული ეტაპი დაიწყო.

imageimage


1993 წელს ეპიზოდური როლი შეასრულა მარტინ სკორსეზეს ფილმში "უბიწოების ეპოქა". შემდეგ კიდევ რამდენიმე ფილმსა და სერიალში გადაიღეს.

2000 წელს დე ორეფაისმა მონაწილეობა მიიღო Christian Dior-ის ჩვენებაში.

image


ამ ჩვენების შემდეგ კარმენ დელ ორეფაისი გინესის წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი სამოდელო კარიერის მქონე მოდელი. ამის შემდეგ იგი მონაწილეობდა Jean-Paul Gaultier-ს, Hermes-ის, Donna Karan-ისა და Moschino-ს ჩვენებებში.


კარმენი დღესაც განაგრძობს მოღვაწეობას, რითაც ამტკიცებს, რომ ხანშიშესულობა და სილამაზე ურთიერთშეთავსებადი ცნებებია.

image


0
85
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0