x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134566
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508642
ცნობილი იტალიელი ლამაზმანის- ბიანკა ბალტის სილამაზის საიდუმლო
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს,

Dolce & Gabbana-ს სარეკლამო სახეს, ოცდაცხრა წლის იტალიელ ბიანკა ბალტის სილამაზის შენარჩუნების თავისი მეთოდი გააჩნია, რომელსაც სიამოვნებით უზიარებს მოდურ ჟურნალისტებს.

image



სუნამო-ბიანკა გაიზარდა იტალიის პროვინცია ლოდიში. მშობლებთან ერთად ხშირად სეირნობდა მთებში, ამიტომ მის საყვარელ არომატად ტყის სურნელი იქცა. ლამაზმანს ასევე იზიდავს ზღვა და ზღვის სურნელი, რომელიც მთელ სხეულს ჟღინთავს. სწორედ ასეთია Dolce & Gabbana-ს სუნამო Light Blue და ის ბიანკას პირველი სუნამო გახლდათ, რომლის სარეკლამო პოსტერი მისი საწოლი ოთახის კედელს ამშვენებდა... და ბიანკა სუნამოს სარეკლამო სახე გახდა.

image


სილამაზის ეტალონი

Dolce & Gabbana-ს სარეკლამო კამპანიაში ბიანკა მონიკა ბელუჩისთან ერთად მონაწილეობს. "როგორ მსუბუქად და უშუალოდ პოზირებს მონიკა კამერის წინ, ის ჩემთვის იდეალია"-ლამაზი ქალი, მოყვარული დედა, ერთგული ცოლი-აღტაცებას ვერ მალავს ბიანკა თანამემამულის მიმართ.

image


ფიგურა

რაც არ უნდა საოცარი ჩანდეს ბიანკა სპორტს არ მისდევს, მაქსიმუმ იოგას დაუთმოს დრო. მოდელს სავსებით ყოფნის ჩემოდნებით ხელში სირბილი სხვადასხვა ქალაქების აეროპორტებში. თუმცა მოდელი მკაცრად აკონტროლებს კვებას, მხოლოდ ჯანსაღ და სასარგებლო საკვებს მიირთმევს, და საბედნიეროდ ბიანკას აზრით, იტალიური სამზარეულო სწორედ ასეთი გახლავთ.

"მხოლოდ ერთხელ დავიცავი დიეტა ბავშვის გაჩენის შემდეგ და სწრაფად ჩავდექი ფორმაში, მადლობა კარგ მემკვიდრეობას-აცხადებს ბიანკა ბალტი.

image


მაკიაჟი-ბიანკას დიდი თვალები და ტუჩები იდეალური ვარიანტია კოსმეტიკის რეკლამირებისთვის. "რეალურ ცხოვრებაში თითქმის არ ვიყენებ მაკიაჟს, მხოლოდ ხაზს ვუსვამ წარბებს ფანქრის მეშვეობით, წამწამებს იშვიათად ვიღებავ, ტუჩებზე ფუტკრის ცვილის შემცველ ბალზამს ვისმევ, რითაც მას მოცულობას ვანიჭებ-გულახდილად აცხადებს ბიანკა.

image


რაც შეეხება კანის მოვლას მოდელი ერთ წესს იცავს: არაფერი ზედმეტი, მხოლოდ აუცილებელი- დღეში ორჯერ ინტენსიური დამატენიანებელი კრემი და მზისგან დამცავი საშუალება. და რაც მთავარია ყოველთვის უნდა მოიშორო მაკიაჟის ძილის წინ.

image

თმებისთვის ზეთი საუკეთესოა ბრწყინვალების მისანიჭებლად, ხოლო ფერის მეტად წარმოსაჩენად ბიანკა John Frieda-ს შამპუნს და ბალზამს იყენებს.


1
286
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
286
  
2013, 15 ივლისი, 18:22
ასხივებს...მომეწონა სტატია
0 1 1