x
image
ბესო დანელია
ფრანგ ფეხბურთელს გაუპატიურება ბრალდება

image

ლონდონის პოლიციამ საფრანგეთის ნაკრების და ინგლისური კლუბის "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მოთამაშე ლოიკ რემი ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. ფეხბურთელთან ერთად დაკავებული არიან მისი ბიძაშვილი და მეგობარი. პოლიციას განცხადებით მიმართა 34 წლის ქალმა, რომლის ვინაობას სამართალდამცავი ორგანოები არ ახმაურებენ. მისი თქმით, ის 6 მაისს რემის ბინაში იმყოფებოდა სადაც ასევე იყვნენ ფეხბურთელის ბიძაშვილი და მისი მეგობარი. შემდეგ რომელიღაცა ალკოჰოლის დალევა შესთავაზეს, რის შედეგადაც გონება დაკარგა. სავარაუდოდ ქალი მაშინ გააუპატიურეს, როდესაც ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, განხადება გაუპატიურების შესახებ 8 მაისს შევიდა პოლიციაში, თუმცა დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავება მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოხდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი "ქუინზ პარკ რეინჯერსში" 2013 წლის იანვარში ფრანგულ კლუბ "მარსელიდან" გადავიდა. სეზონის შედეგების მიხედვით ინგლისური კლუბი პრემიერ ლიგიდან გავარდა და ამის გამო რემი კლუბის დატოვებას და სხვა კლუბში გადასვლას აპირებდა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობში რემიმ 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0
24
11-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0