x
image
lady.ge
ზაფხულის ყველაზე აქტუალური ტრენდი - „ბოიფრენდ ჯინსები“


imageimageimage


ამბობენ, რომ განუმეორებელ კოკო შანელს საშინლად უყვარდა
საკუთარი საყვარლების სამოსის მორგება, რადგან მიაჩნდა რომ მამაკაცის ტანსაცმელში ქალი
ყველაზე, ყველაზე სექსუალურად გამოიყურება. აქედან გამომდინარე, თუკი თქვენი ძვირფასის
გარდერობში კარგ ჯინსებსimage
წააწყდით, დიდი ამბავი
თუ იგი თქვენთვის, ერთი ორი ან სულაც სამი ზომით
დიდი აღმოჩნდა, ბევრს ნუ იფიქრებთ, თამამად ამოიცვით, რადგან იცოდეთ, რომ ამ
ზაფხულს თქვენი ამ „ბოიფრენდ ჯინსის“ მეშვეობით ყველაზე ტრენდულად ჩამცულთა რიცხვში
მოხვდებით.


რასთნ ერთად ვატაროთ „ბოიფრენდ ჯინსები“?


პირველ რიგში აუცილებლად შეარჩიეთ შესაფერისი ქამარი,
სასურველია თუ იგი ბრტყელი და მკვეთრი ფერის იქნება. ასეთი სტილის ჯინსებს ასევე ძალიან
უხდება, ფერადი ჟაკეტი, მოკლე ტოპი ან თრენჩი. ფეხსაცმელი უმჯობესია მაღალქუსლიანი
შეარჩიოთ, რადგან ჯინსის აკეცილი ბოლოებიდან ძალიან კარგად გამოჩნდება თქვენი ფეხასცმლის
დიზაინი და კოჭის ფორმა. თუკი გსურთ მაქსიმალურად სპორტულად და კომფორტულად გამოიყურებოდეთ,
ჯინსებს, ფერადი „ბალეტკები“ ან კეტასები შეურჩიეთ. ბოლოს კი გადაათვალიერეთ „ბოიფრენდ ჯინსების“ განსაკუთრებული
სიყვარულით გამორჩეული ვარსკვლავების სია: ვიქტორია ბექჰემი, გვენ სტეფანი, ჯენიფერ ანისტონი, კეტი ჰოლმსი, შარლიზ ტერონი, ჰაიდი კლუმი და სხვები სწორედ ამგვარი ტიპის ჯინსებს ანიჭებენ უპირატესობას.




1
2210
7-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2210
  
2012, 6 სექტემბერი, 14:03
სწორია... :) ვეთანხმები კოკოს :) გოგოს ხანდახან უხდება ბიჭის ტანისამოსი :) მითუმეტეს, თუ ის მის ბიჭს ეკუთვნის
0 1 1