x
სამი დაკავებული ახალგაზრდა

შვიდ ივლისს დინამო არენაზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც თბილისის დინამო და მოსკოვის დინამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩს ესწრებოდნენ რუსეთის დუმის დეპუტატები, მატჩის დასრულებამდე V.I.P. გამოსასვლელთან, საიდანაც უნდა გამოსულიყვნენ რუსი დეპუტატები, შეიკრიბა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები ოკუპაციის საწინააღმდეგო მოწოდებებით. პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა აქცია, ფიზიკური დაზიანება მიიღო რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის გოგონებმაც. სამი მონაწილე ლაშა რუხაია, დავით გოგოხია და ირაკლი ჩხვირკია კი დააპატიმრეს. ისინი ჯერ ორთაჭალაში, პროკურატურის შენობაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი პროკურატურასთან ხალხის შეგროვების შემდეგ შსს-ში.

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი გოგბერაშვილი
გიორგი გოგბერაშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0