x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ჩვენი კამერების უსაფრთხო გამოყენება

გვაქვს კარგი ფოტოაპარატები და ალბათ ვუფრთხილდებით კიდეც მათ, მაგრამ არის ბევრი რამ ფოტოაპარატის უსაფრთხოების შესახებ, რაც არასოდეს წარმოგვედგინა.
ამ პოსტში ჩამოვთვლი ზოგადი უსაფრთხოების რჩევებს:

საკიდები - აუცილებლად იხმარეთ საკიდები, ფოტოაპარატები საკმაოდ მგრძნობიარე მოწყობილობაა და საკიდები დამატებით დაზღვევას წარმოადგენენ დავარდნისგან.
ლინზის ხუფი - ყოველთვის დააფარეთ ლინზას ხუფი როდესაც კამერას არ იყენებთ. შეიძლება გადაგავიწყდეთ ლინზის შესახებ და რაიმეს მოხვდეს, რაც ლინზის დაზიანებას გამოიწვევს.
შეინახეთ ფოტოაპარატი მტვრისგან დაცულ ადგილას, მტვერს ადვილად შეუძლია შეაღწიოს კამერაში და მოხვდეს სენსორზე.
ლინზის გამოცვლისას კამერა დაბლა მიმართულებით დაიჭირეთ, ამით მტვრის ჩასვლა კამერაში შემცირდება.

თუ ქარიანი ამინდია და ლინზის შეცვლა გინდათ დადექით ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომ ლინზა ქარისგან დაიცვათ და ისე გამოცვალეთ.
ეცადეთ რომ ლინზა გამორთულ კამერაზე შეცვალოთ, რადგან ჩართულ კამერაზე დამუხტული სენსორი იზიდავს მტვრის ნაწილაკებს.
ლინზის მოხსნისას მაშინვე დააფარეთ ლინზას უკანა ხუფი, რომ მტვერი არ დაედოს და გასაწმენდი არ გახდეს.
ყოველთვის გქონდეთ თან ლინზის საწმენდი ნაჭერი ან საწმენდი ჩოთქი, რომ უცბად მოაშოროთ ლინზიდან მტვერი. არ იხმაროთ უხეში ნაჭერი - ამან შეიძლება მინის ზედაპირი დააზიანოს, მხოლოდ და მხოლოდ იხმარეთ მიკრობოჭკოვანი ნაჭრები(ინგლისურად: microfiber cloth), რომლებიც უხვად მოიპოვება სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებში.
არასოდეს ენდოთ იაფფასიან შტატივებს, რომბლებიც თხელი და არასტაბილურია, რადგან იგი შეიძლება სულ ადვილად გადაყირავდეს.
წყალი - ბევრი კამერა არის ამინდისგან დაცული - ვერ აღწევს მასში წყალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ კამერა წყალში რომ ჩადოთ მასში წყალი არ შევა. ამინდისგან დაცული კამერა შეგიძლიათ გამოიყენოთ მძიმე ამინდში როგორიცაა თოვლი ან წვიმა. კამერა სრულად რომ იყოს ამინდისგან დაცული, ამინდისგან ასევე ლინზაც უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება არა დაცულ აპარატებს, სჯობს წყლალს მოვაშოროთ.
ლინზაზე დიდი ზომის მტვერი/ქვიშა მოვაშოროთ სპეციალური ბუშტით, რომლითაც შევუბერავთ ჰაერს მინის ზედაპირს და ისე მოვაშორებთ ნაწილაკებს. ნაჭერი ამ შემთხვევაში მინას დაკაწრავს.
კონდესაცია - არ არის რეკომენდირებული ფოტოაპარატის ტემპერატურის სწრაფად ცვლილება, ეს აკომოდაციას გამოიწვევს და ფოტოაპარატის შუშები შიგნიდან დაიორთქლება. მაგალითად გარეთ თუ სიცივეა და შევალთ გამთბარ შენობაში, ამ შემთხვევაში მოხდება აკომოდაცია, უმჯობესია კამერა ჩანთაში ჩადოთ და ისე შეხვიდეთ შენობაში. რადგან ჩანთაში სითბო ნაკლებად შევა და ტემპერატურა ნელ-ნელა შეიცვლება აკომოდაცია აღარ მოხდება. თუ მოხდა მაინც და დაიორთქლა კამერა, საშიში არაფერია, დაელოდეთ 5-10 წუთი და ორთქლი თვითონ გაქრება.
სარკის და სენსორის მშრალი გაწმენდა - ეს პროცესი გაკეთებას თქვენს თავზე იღებთ! ძალიან ადვილია ფოტოაპარატის შიგნითა კომპონენტების დაზიანება! ჯერ სცადეთ გაწმენდა საჰაერო ბუშტით. მოხსენით ლინზა, ამოატრიალეთ ფოტოაპარატი პირით დაბლა, და შეუბერეთ ჰაერი ბუშტით. თუ სენსორის გაწმენდაც გინდათ, პარამეტრებში მოძებნეთ ფუნქცია (Nikon: mirror lock up; Canon: clean sensor>clean manually) სარკის აწევის შემდეგ შეუბერეთ ჰაერი, დასრულების შემდეგ მაშინვე გამორთეთ კამერა. არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ არც სენსორს და არც კამერას ბუშტის წვეროთი!
სარკის და სენსორის სველი გაწმენდა - ეს პროცესი კიდევ უფრო სახიფათოა რადგან სარკეს და სენსორს უშუალოდ ვეხებით! გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდირებული საწმენდები და სითხეები . ფრთხილად იყავით, სენსორი ფაქიზია და ძალიან არ დააწვეთ, საწმენდის ერთი ზედაპირი რამოდენიმეჯერ არ გადაუსვათ რადგან მტვერს ისევ დააბრუნებს ახლიდან გადასმული საწმენდი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ გასაწმენდად წყალი!
სენსორი გაწმინდეთ მტვრისაგან დაცულ ადგილას, მაგიდაზე ბევრი მტვერია, ამიტომ დააფინეთ ზედ რამე, მაგ.: გაზეთი.
არავითარ შემთხვევაში არ შეუბეროთ სული ლინზას ან სენსორს ბუშტის მაგივრად. ადამიანის მიერ ამოსუნთქული ჰაერი შეიცავს მჟავებს რომლებიც ამოჭამენ სენსორის და ლინზის ზედაპირს.
არასოდეს შეხედოთ მზეს კამერის ვიზირით, ამან შეიძლება თვალები დაგიზიანოთ.
არასოდეს დატოვოთ დიდხანს კამერა მზისკენ პირდაპირ, რომლის სარკე აწეულია და მზის სხივები სენსორზე ეცემა, ეს დააზიანებს კამერის სენსორს.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:PH. გიორგი დოლიძე
PH. გიორგი დოლიძე
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0