x
image
ბესო დანელია
კორიდა

image

კორიდა უძველესი ტრადიციაა. როგორც ჩანს, თავდაპირველად ეს იყო მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული რიტუალი, რომლის მიზანი ნაყოფიერების გაზრდა გახლდათ. ესპანეთში ხარების ბრძოლა შეიტანეს მავრებმა, რომლებიც იბერიის ნახევარკუნძულზე მე-8-15 საუკუნეებში ბატონობდნენ. თანამედროვე ფორმით კორიდა 1720-იან წლებში გაჩნდა, როდესაც ესპანელმა ფრანსისიკო რომერომ გამოიგონა მულერტა - ჯოხზე დამაგრებული ქსოვილი. მე-18 საუკუნემდე კორიდა სხვანაირად იმართებოდა: ცხენებზე ამხედრებული დიდგვაროვნები ხარს შუბებით კლავდნენ. კორიდაში მორიგეობით მონაწილეობს სამი მატადორი, ყოველი მათგანი ორ ხარს კლავს. იშვიათ შემთხვევებში ერთი მატადორი კლავს ექვსივე ხარს. ზოგჯერ იმართება შეჯიბრი - ე.წ. "მანო ა მანო" (ხელი ხელი), როდესაც თითოეულს ეწინააღმდეგება სამი ხარი. უბედური შემთხვევები კორიდაზე ჩვეულებრივი ამბავია, მათი თავიდან აცილება ყველაზე გამოცდილ მატადორსაც კი არ შეუძლია. ესპანეთში ხარების ბრძოლა საყვარელი ეროვნული გართობაა. ეს ჩვეულება გავრცელებულია პურტუგალიაში და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ყვეყანაში.

image

3
255
13-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
255
  
2013, 5 ივლისი, 15:29
ყველაზე ცხოველური ტრადიციაა , საცოდავი ხარები...კაი სტატიაა
2013, 5 ივლისი, 11:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3