x
image
ბელენაი
ნუ გახდებით ქმრისთვის დედიკო!
საყვარელი მამაკაციცნობილია, რომ ქალის ყველაზე ძლიერი ინსტინქტი დედობრივია. როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, ვინმეზე იზრუნოს, ეს გრძნობა სრულიად იფურჩქნება, მაგრამ სწორედ მას შეუძლია თქვენი ოჯახური ცხოვრება შეცვალოს, თუ არასწორ მხარეს – თქვენი ქმრისკენ მიმართავთ.

ბედნიერი ბავშვობა

ნებისმიერი მამაკაცი ოდესღაც პატარა ბიჭუნა იყო. ამიტომ ქალის მეურვეობა და ნაზი ზრუნვა მასში წამიერად (ხშირად გაუცნობიერებლად) იმ ბედნიერი დღეების ნათელ მოგონებებს აცოცხლებს, როდესაც შეეძლო, დედის მკერდში თავი ჩაერგო და სამოთხისეულ ნეტარებაში ჩაძირულიყო.

თავის მხრივ, ქალს ქვეცნობიერი კი არ ჩასჩურჩულებს, არამედ ჩაჰყვირის: ყურადღება არ უნდა მოაკლო მას, ვინც გიყვარს, ეს ხომ შენი მთავარი მოწოდება–მოვალეობაა! ამგვარი ფორმით დაწყებული ერთობლივი ცხოვრება პირველ ხანებში ორივესთვის მისაღებია. შემდეგ კი, თუ მამაკაცი სუსტია, ის პოზიციებს სწრაფად თმობს, დივანზე წიგნით ხელში წამოწვება და ყველა საერთო საქმეს ჩამოსცილდება. თუ უფრო ძლიერი პიროვნება შეგხვდათ, ბუნტი გარდაუვალია. ეს კი ურთიერთობის გარკვევას, კინკლაობას ნიშნავს. შესაძლებელია, გვერდზე რომანიც მოჰყვეს.


სად დაიკარგა თქვენი რაინდი?

რაც ყველაზე სამწუხაროა, ასეთ სიტუაციაში ქალი უფრო მეტად იტანჯება. მოგწონთ, როდესაც გეთანხმებიან, არაფერში გეურჩებიან და ყველა სურვილს გისრულებენ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, გვერდით “ქვის კედლის'' ნაცვლად ზანტი მამაკაცი რომ გყავდეთ, ამაზე თანახმა არ ხართ. გეჩვენებოდათ, რომ ცოლად აქტიურ, მტკიცე ნებისყოფის, მიზანმიმართულ, საიმედო და მზრუნველ მამაკაცს გაჰყევით. ახლა ყველაფერი თავად ხართ. თუ ქმრის დედიკოს როლში ყოფნა მოგბეზრდათ, უბრალოდ, მაურვეობა გააუქმეთ. ეს ადვილი არ იქნება, გული გეკუმშებათ, როცა დაკარგული გასაღების თუ ტელევიზორის პულტის გამო მის გოდებას ისმენთ...

პარტნიორული უთანხმოება

უნდა ისწავლოთ:

არ იჩქაროთ და პირველ დაძახებისთანავე დასახმარებლად მისკენ არ გაფრინდეთ. თავს ჰკითხეთ, ნუთუ საკიდიდან პერანგის ჩამოხსნა, ჯიხურში გაზეთის საყიდლად ჩასვლა ან ტკბილეულის პაკეტის გახსნა მართლა არ შეუძლია?! ეს, უბრალოდ, ბავშვური ექოა: “დედა, მიშველე!''. დროა, გაიზარდოს.

უფლება მიეცით, გადაწყვეტილება თავად მიიღოს. თავად მოიფიქროს, დასვენების დღეს ბავშვებთან ერთად სად წავიდეს - ზოოპარკში თუ ბებიასთან სტუმრად.

მოვალეობები გაინაწილეთ, ოღონდ პირობა დაიცავით: მან დავალება დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. თქვენ არც სიტყვით და არც საქმით არ უნდა ჩაერიოთ. შედეგებზეც ის აგებს პასუხს. არ ჩახვიდეთ მაღაზიაში - ვახშმად გექნებათ მაკარონი კარაქის, ყველისა და ხორცის გარეშე. თანდათან მიეჩვევა, რომ ეს მისი მოვალეობაა.

ცდუნებას არ აჰყვეთ და არ შეეცადოთ, ყველაფერი თავად გააკეთოთო, როდესაც ხედავთ, რომ მას საქმე ირიბად გამოსდის. ბოლოს და ბოლოს მდგომარეობიდან გამოსავალს აუცილებლად თავად გამონახავს.

გულს ნუ გაუწვრილებთ ჩიჩინითა და ბუზღუნით. მოექეცით, როგორც ზრდასრულ, პასუხისმგებელ პიროვნებას. დროთა განმავლობაში აუცილებლად ასეთი გახდება.

ავტ: ბელენაი

3
81
9-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
81
  
2013, 5 ივლისი, 17:43
კარგი სტატიაა!:))
2013, 5 ივლისი, 1:52
მადლობა დიდი
2013, 4 ივლისი, 21:52
მშვენიერი სტატიაა. ძალიან კარგი რჩევები.
0 1 3