x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ადამიანი შინაგანად მკვდარია
ადამიანი შინაგანად მკვდარია

ბიბლია გარკვევით ამბობს იმის შესახებ, რომ შენი დედამიწაზე მოვლინება შემთხვევითი არ არის. შენ ნამცეცი არ ხარ, რომელიც ჩაკარგულია უსაზღვრო, გულგრილ სამყაროში. ღმერთის მიერ ხარ შექმნილი. მას უყვარხარ და გარკვეული მიზნისათვის შეგქმნა. ჯერ კიდევ შენს დაბადებამდე მან ჩაიფიქრა შენი ცხოვრების შესანიშნავი გეგმა და სურს, რომ დაგეხმაროს ამ გეგმის ასრულებაში. ბიბლია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ამბოხდა ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანი თავისი შემოქმედის წინააღმდეგ და ჩავარდა ცოდვაში. ცოდვა მოიცავს ღმერთისაგან განშორებას, საკუთარ გზებზე ბოდიალს, სიცოცხლეს, რომელიც ემორჩილება მხოლოდ ცოდვას და მის ეგოისტურ ინტერესებს.

როდესაც ადამიანმა შესცოდა, შეემთხვა სწორედ ის, რისგანაც ღმერთი იფარავდა. ღმერთმა თქვა, რომ ცოდვის შედეგად მოვიდოდა სიკვდილი და მართლაც ადამიანი მოკვდა. უპირველეს ყოვლისა, იგი შინაგანად მოკვდა. სიცოცხლე, სავსე ძალითა და სიუხვით, მშვიდობითა და ჰარმონიით, ჯანმრთელობითა და სიხარულით, ის სიცცხლე, რომელიც მას ღმერთთან ურთიერთობის დროს ჰქონდა, მისთვის მიუწვდომელი გახდა, მოისპო. ადამიანი განშორდა ღმერთს და წყვდიადში მოექცა. ამ წყვდიადმა იგი შინაგანად აავსო და სულიერად მოკლა. გარეგნულად ადამიანი აგრძელებს არსებობას, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. იგი ღმერთისაგან, მისი დიდებისაგან გამოყოფილია, მკვდარია.

ამგვარად, ცოდვაში ჩავარდნა კაცობრიობის ძირეულ პრობლემად იქცა. ცოდვა მდგომარეობს არა იმაში, რომ აგრესიული ხარ, ჩხუბობ და იგინები, იტყუები, ქურდობ, მშიშარა ან უპასუხისმგებლო, ორპირი ან უწესრიგო, უინიციატივო, პასიური ან უსარგებლო გრძნობით ხარ დაჩაგრული, შეშინებული და გულგატეხილი ხარ. ეს შედეგია, ყოველივე ამის მიზეზი კი ცოდვაა – შენი შინაგანი სიკვდილი. შენში არ არის ღმერთის სიცოცხლე, ვერც შექმნი და ვერც შენი ძალებით მიაღწევ მას. იგი სხვა მხრივ მოდის. შენთვის აუცილებელია ხელმეორედ შობა! ზეციდან შობა! სწორედ ამის ახსნა უნდოდა იესოს თავისი დროის ერთ-ერთი ცნობილი ლიდერისათვის:`ნიკოდემოს, შენთვის აუცილებელია ხელმეორედ შობა, ზეციდან შობა!~. რელიგია საკმარისი არ არის, არც შესანიშნავი იდეალებია საკმარისი, ბრწყინვალე პრაქტიკული თვისებები საკმარისი არაა, კეთილი საქმეებიც არ კმარა, სიცოცხლე უნდა მიიღო ზეციდან, ღმერთისაგან, სიცოცხლის ახალი სახე!

სწორედ ამისთვის გამოგზავნა ღმერთმა იესო ქრისტე დედამიწაზე! იგი მოვიდა, რათა დაენგრია ყველა წინაღმდეგობა ღმერთსა და შენს შორის, მოეცა შენთვის ზეციდან შობის შესაძლებლობა, ღმერთთან ურთიერთობისა და სიცოცხლის დაბრუნების საშუალება.

ამიტომ მოკვდა იგი ჯვარზე იერუსალიმში ორი ათასი წლის წინ. მისი სიკვდილი არ ყოფილა წარუმატებელი რევოლუციონერის ან ხალხის მიერ შეძულებული წინასწარმეტყველის სიკვდილი. არც ახალი რელიგიის ფუძემდებლის სიკვდილი, რომელმაც გაბედა თავისი იდეები საყოველთაოდ მიღებულისათვის დაეპირისპირებინა. იგი არ იყო წამებული თავისი იდეებისა და სწავლებისათვის, იგი მოკვდა შენთვის!

0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:აკო
აკო
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0