x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ბოსტნეულის დიეტა-როგორ გავხდეთ შვებულების შემდეგ
ბოსტნეულის ერთკვირიანი დიეტა წარმოადგენს კვების მთელ სისტემას, რომელსაც საფუძვლად უდევს კომბოსტოსგან დამზადებული კერძები.

ბოსტნეულის დიეტის დადებითი მხარეა ის, რომ ბოსტნეულის რაოდენობა შეზღუდული არ არის, რაც თავიდან აგაცილებთ შიმშილის გრძნობას.

ბოსტნეულის სიყვარულის და გახდომის სურვილი დაგეხმარებათ კვირის განმავლობაში 5 კგ-ის დაკლებაში.

დიეტის უარყოფითი მხარეა ის, რომ დიეტა საკმაოდ მკაცრია და დაბალკალორიული. ამიტომ მოსალოდნელია დეპრესიის განვითარება.


image
მენიუ

1 დღე-კომბოსტოს სუპი, ჩაი ან ყავა;

ახალი ხილი (ყურძენის ან ბანანის გარდა) ან ნამცხვარი მშრალი, ნახშირწყლების მცირე შემცველობით. რაოდენობა თავად განსაზღვრეთ.

ასევე შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო რძე ან იოგურტი-200 მლ;

2 დღე-კომბოსტოს სუპი. ბოსტნეული ახალი ან მოთუშული.

ერთი გამომცხვარი კარტოფილი; ჩაი, ყავა, მინერალური წყალი;

3-ე დღე-კომბოსტოს სუპი, ბოსტნეული და ხილი შეუზღუდავი რაოდენობით. 200 მლ რძე ან იოგურტი. უშაქრო ჩაი, ყავა, მინერალური წყალი;

4-ე დღე-კომბოსტოს სუპი, 3-4 ბანანი, არჩევანის მიხედვით 8 ჭიქა რძე ან 7 ჭიქა რძე და 1 ჭიქა იოგურტი. უშაქრო ჩაი, ყავა, მინერალური წყალი.
5-ე დღე-კომბოსტოს სუპი. 6 პომიდორი, 200 მლ. რძე ან იოგურტი. უშაქრო ჩაი, ყავა, მინერალური წყალი.

6-ე დღე- მოხარშული თევზი და ქათამი შეუზღუდავი რაოდენობით.
პომიდორი და სხვა ბოსტნეულიც ასევე რამდენიც გინდათ. 200 მლ რძე ან იოგურტი. უშაქრო ჩაი, ყავა, მინერალური წყალი.

7-ე დღე- კომბოსტოს სუპი. ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით. 200 მლ რძე ან იოგურტი. უშაქრო ჩაი, ყავა, მინერალური წყალი.

0
693
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
693
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0