x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508854
როგორ ავარჩიოთ საცურაო კოსტუმი
1.თუ თქვენ ხართ გამხდარი, არც ისე გამოკვეთილი ფორმებით.

image




































თქვენ მოგიხდებათ საცურაო კოსტუმი სხვადასხვა გაფორმებებით, ბანტებით, მეტალის საგნებით და სხვა.ესე დეტალები სწორ ადგილას განლაგებულები შექმნიან ფორმების ილუზიას.

ფერები შეარჩიეთ ჭყეტელა, მუქი და უბრალო გაფორმების საცურაო კოსტუმი არ მოგიხდებათ, რადგან ხას გაუსვამს თქვენს ნაკლებად გამოკვეთილ ფორმებს.


2.თუ თქვენ გაქვთ გრძელი ტორსი

image

თქვენ გიხდება მონოკინის ფორმის საცურაო კოსტუმი.სასურველია ჰქონდეს გარკვეული გამოსახულებები, არავითარ შემთხვევაში ვერტიკალური ხაზები და მუქი ფერები.შესაძლებელია ასევე ტანკინის ტიპის საცურაო კოსტუმების გამოყენება, თუმცა ისინის იშვიათად მოსწონსთ.დღეს კი განსაკუთრებით მოდაშია მაღალი ტრუსები, რომელიც ნაკლებად უსვამს ხაზს თქვენს გრძელ ტორსს.


3.თუ თქვენ გაქვთ დიდი ზომის მკერდი

image

ამ შემთხვევაში თქვენი ამოცანაა, ბიკინი იყოს სანდო..კარგად იჭერდეს მკერდს და ამავე დროს დეკოლტეს ზონა იყოს ლამაზი.შეიძლება შეიძინოთ როგორც ჩვეულებრივი "ბრეტელით" ასევე კისრის "ბრეტელით", მაგრამ არავითარ შემთხვევაში "უბრეტელო" არ შეიძლება..ამ დროს მკერდი ზედმეტად მოძრაობს და თან არ გამოიყურება ლამაზად.ყოველთვის ეცადეთ ბიკინი მკერდზე გქონდეთ მოჭერილი.


4.თუ თქვენ გაქვსთ პატარა ზომის მკერდი

image

თქვენ გიხდებათ ბიკინის ზედა ნაწილი ნახატებით, სხვადასხვა გამოსახულებებით, ბანტებით, ფიგურებით - რაც ასე თუ ისე ზრდის მკერდის ზომას.


5.თუ თქვენ გაქვთ მოკლე ფეხები

image

თქვენ მოგიხდებათ ღრმად ამოჭრილი ტრუსი, არავითარ შემთხვევაში ბოლო კაბები ან შორტები..


6.თუ გაქვთ მუცელი და გსურთ დამალოთ ის

image

თქვენ გიხდებათ ტანკინის ტიპის ბიკინი.რომელიც ფარავს მუცელს და ხდის ტანს ეფექტურს. არავითარ შემთხვევაში არ მოგიხდებათ პატარა ზომის ბიკინი ან ძალიან მოჭერილი რადგან ის გამოყოფს თქვენს ტანს და მათ შორის მუცელს.

7. თუ თქვენ გაქვთ მკერდათ შედარებით ასიმეტრიულად განიერი ქვედა ტანი image

მოგიხდებათ განსხვავებული ფერების ტოპი და ტრუსი, ტოპი სასურველია მორთული იყოს სხვადასხვა საგნით, მძივით ან გამოსახულებით, ხოლო ტრუსი უნდა იყოს უბრალო დიზაინის, მაგრამ აუცილებლად შედარებით მუქი ფერის ვიდრე ტოპი.ეს ყოველივე თქვენს ტანს პროპორციულობას შესძენს.


8.თუ თქვენ გაქვსთ ფუმფულა ფორმები

image

თქვენ მოგიხდებათ ძირითადად მუქი საცურაო კოსტუმი, V ფორმის ამოჭრით ტრუსზე, რაც შეეხება ტოპს შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი ფორმის ტოპი, რომელიც ლამაზად გამოაჩენს თქვენს მკერდს. არავითარ შემთხვევაში ღია და განსაკუთრებით თეთრი ფერის საცურაო კოსტუმი.

0
449
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მელიქიშვილი
ნინი მელიქიშვილი
449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0