x
image
maia
ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი
imageივლისის განმავლობაში გელოდებათ ბევრი რომანტიკა, პაემანი, საინტერესო ნაცნობობა. ქალბატონებს გაუჩნდებათ ღრმა რომანტიკული გრძნობები, მამაკაცები კი საპირისპირო სქესისგან მეტ ყურადღებას დაიმსახურებენ. თვის პირველ ნახევარში არ არის რეკომენდებული შიდა ოჯახური საკითხების განხილვა, რადგან ეს გადაწევს გეგმების განხორციელებას. დრო დაუთმეთ მოგზაურობას, ურთიერთობას, ბუნებაში დასვენებას. ოჯახური საქმეებისთვის ხელსაყრელია თვის მეორე ნახევარი, სიტყვიდან საქმეზე ადვილად გადახვალთ.

ხელსაყრელი დღეები:1, 10, 11, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 7, 8, 15, 16, 21, 22.



imageშესანიშნავი თვეა ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დასალაგებლად. თვის განმავლობაში შეძლებთ სახლში გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, მას უფრო კომფორტულს და მყუდროს გახდით. გაგიჩნდებათ ინტერიერის შეცვლის სურვილი, ასევე გაიზრდება სტილის შეგრძნებაც, რაც დაგეხმარებათ ცვლილების სწორი მიმართულებით განხორციელებაში.


თვის პირველ ნახევარში გულმოდგინედ იმუშავეთ, რათა ჩანაფიქრისთვის საკმარისი თანხა მოაგროვოთ. აქტიურობის შემთხვევაში გაგიჩნდებათ დამატებითი შემოსავალი.


ხელსაყრელი დღეები:2, 3, 12, 13, 21, 22, 29, 30, 31.

არახელსაყრელი დღეები:10, 11, 17, 18, 23, 24.



image


ივლისში გელოდებათ ბევრი სასიამოვნო ურთიერთობა საინტერესო ადამიანებთან. გაგიჩნდებათ ფლირტის შესაძლებლობა, ამიტომ მოიმატებს ახალი ნაცნობობის, მათ შორის რომანტიკულის წარმოქმნის ალბათობა.
მოგზაურობა საკმაოდ წარმატებულად ჩაივლის, თუმცა თვის პირველ ნახევარში მეტი ფული დაგჭირდებათ გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო. გამოიჩენთ მეტ სითამამეს და გაბედულობას.

თვის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ აზრები მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რაც დაუყონებლივ უნდა განახორციელოთ რეალობაში.

ხელსაყრელი დღეები:5, 6, 15, 16, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები: 12, 13, 19, 20, 25, 26.




imageთვის განმავლობაში გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. წარმატება გელოდებათ თანხებთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე საყიდლების შეძენისას. ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ხარჯი დასვენებას, გართობას და პირად ცხოვრებასთან მიმართებაში. თვის პირველ ნახევარში ნაკლებად აქტიური იქნებით. ხელსაყრელი დროა შინაგან სამყაროში ჩაძირვის, საკუთარი საქციელის ანალიზისთვის.
თვის მეორე ნახევარში გაიზრდება თქვენი აქტიურობა, უფრო თამამი, კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე გახდებით.

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 17, 18, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 1, 15, 16, 21, 22, 27, 28.



imageგაძლიერდება თქვენი მომხიბვლელობა, ქალბატონები უფრო მიმზიდველები გახდებიან. მიიპყრობთ გარშემომყოფების ყურადღებას.

თამამად იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე: შეიძინეთ მოდური სამოსი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენი ფიგურის ღირსებას. თვის პირველ ნახევარში უფრო ხშირად შეხვდებით მეგობრებს, განიხილავთ წარსულს. თვის მეორე ნახევარში ნაკლებად აქტიური იქნებით. ხელსაყრელი დროა დასვენების და განტვირთვისთვის. გამოსასვლელ დღეებში შეგიძლიათ დაისვენოთ ბუნებაში მეგობრებთან ერთად.

ხელსაყრელი დღეები: 1, 10, 11, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 17, 18, 23, 24, 29, 30, 31.



imageთვის პირველ ნახევარში მოერიდეთ ახალი მიზნების დასახვას, გადადეთ სამომავლო გეგმების განხორციელება, აქტიურად დაასრულეთ მიმდინარე პროექტები, ძველი გეგმები და იდეები. თვის მეორე ნახევარში საზრუნავისგან გათავისუფლდებით და შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება. პირადულ ცხოვრებაში გელოდებათ ფარული სასიყვარულო რომანი, გაგიჩნდებათ აკრძალულისკენ სწრაფვა. ხელსაყრელი დროა კომპლექსების მოშორებისთვის, რომელიც დაკავშირებულია პირადულ ურთიერთობას და საკუთარი გრძნობების გამოვლენასთან.

ხელსაყრელი დღეები:2, 3, 12, 13, 21, 22, 29, 30, 31.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 19, 20, 25, 26.



imageმეტი ჰარმონია გაჩნდება მეგობრულ ურთიერთობებში. სწორედ მეგობრების წრეში გამოავლენთ საკუთარ მომხიბვლელობას. მარტოხელა სასწორები ადვილად გააბამენ რომანტიკულ ნაცნობობას. ხელსაყრელი თვეა დასვენების და მეგობრებთან ერთად გართობისთვის. წარმატებულად განახორციელებთ გეგმებს. თვის პირველ ნახევარში დააგროვეთ ახალი ცოდნა, გადახედეთ ცხოვრებისეულ ფასეულობას და პრიორიტეტებს. თვის მეორე ნახევარი შესაფერისია მიზნების მისაღწევად. წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენ აქტიურობას და მიღებული ინფორმაციის სისწორეზე.

ხელსაყრელი დღეები:5, 6, 15, 16, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 8, 21, 22, 27, 28.


imageუფრო ხშირად გამოიჩენთ მომხიბვლელობას, ადვილად მიაღწევთ მიზნებს და დადებითად განაწყობთ ადამიანებს. საქმეებში თან გდევთ წარმატება, თავაზიანობის და კომპრომისის უნარის დახმარებით კი მიუახლოვდებით საკუთარ ოცნებას. თვის პირველ ნახევარში გაიზრდება ცვლილებისკენ სწრაფვა, თუმცა თქვენ მსოფლმხედველობაში მომხდარი ცვლილება არსებულ სიტუაციას ცოტა აურევს. ამიტომ კარგად გათვალეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, გაითვალისწინეთ წარსული გამოცდილება. თვის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მოგზაურობისთვის

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 17, 18, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 23, 24, 29, 30, 31.



imageხელსაყრელი დროა სწავლის, თვალსაწიერის გაფართოების და შორეული მოგზაურობისთვის. მოგზაურობისას გელოდებათ ახალი რომანტიკული ნაცნობობა. უცხოელებთან ურთიერთობა ჰარმონიულად ჩაივლის, თავად მოგზაურობა კი ბევრ რომანტიკულ და დადებით შთაბეჭდილებას გპირდებათ. თვის პირველ ნახევარში აქტიური იქნებით პირადულ ურთიერთობებშიც. მეორე ნახევარში ყურადღებას ინტიმურ ცხოვრებაზე გადაიტანთ. გაძლიერდება რისკის, თავგადასავლის, გარემოს შეცვლისკენ სწრაფვა

ხელსაყრელი დღეები: 1, 10, 11, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 12, 13, 25, 26.



imageწარმატება გელოდებათ ფულთან, საკუთარ ბიზნესთან, კრედიტებს, ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებში. თვის პირველ ნახევარში მეტად აქტიური იქნებით სამსახურში, უფრო მეტ პირდაპირობას და დინამიურობას გამოიჩენთ კოლეგებთან და ხელქვეითებთან ურთიერთობაში. პირადულ ცხოვრებაში აქტიური პერიოდი გელოდებათ. თვის პირველ ნახევარში გაგიჩნებათ ფიქრები წარსულ ურთიერთობებზე. მეორე ნახევარში უფრო მეტ შეუპოვრობას გამოიჩენთ, იმოქმედებთ გაბედულად, ინტიმურ ცხოვრებაში უფრო მეტად მგრძნობიარე გახდებით.

ხელსაყრელი დღეები:2, 3, 12, 13, 21, 22, 29, 30, 31.

არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 8, 15, 16, 27, 28.



imageთვის განმავლობაში მეტად მნიშვნელოვანი იქნება პირადული ურთიერთობა, რომელიც საკმაოდ ჰარმონიულად აეწყობა. თვის პირველ ნახევარში უფრო მეტად გაუმართლებთ მარტოხელა მერწყულებს. ისინი საპირისპირო სქესის მეტ ყურადღებას მიიზიდავენ, თავადაც უფრო თამამები იქნებიან. გაგიჩნდებათ მტკიცე და ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების სურვილი.

მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან. თვის მეორე ნახევარში აქცენტი სამსახურზე გადავა. წინსვლის შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად კარგად გაართვით თავი პროექტებს თვის დასაწყისში. შეგიძლიათ დაკავდეთ ოჯახური საქმეებით, მოაწყოთ სახლი.

ხელსაყრელი დღეები:5, 6, 15, 16, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები:


imageხელსაყრელი პერიოდია სამსახურებრივი საქმეებისთვის, ადვილად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან. გაიზრდება სამსახურებრივი რომანის, ახალი ნაცნობობის ალბათობა საქმიანი შეხვედრების ან თათბირის დროს. თვის პირველ ნახევარში შესაძლოა გაურკვევლობა პირადულ ცხოვრებაში, ძველი ურთიერთობის განახლება, თუმცა დროებით. დაკავდით ოჯახური საქმეებით. მეტი აქტიურობა პირადულ ცხოვრებაში გამოიჩინეთ თვის მეორე ნახევარში.
შესანიშნავი დროა ახალი სასიყვარულო რომანის დასაწყებად, ასევე არსებულ ურთიერთობაში დინამიკის და ვნების შესატანად.

ხელსაყრელი დღეები: 7, 8, 17, 18, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 12, 13, 19, 20.

3
275
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
275
  
2013, 2 ივლისი, 10:21
ვერძი ვარ
2013, 1 ივლისი, 17:59
მე უფრო მოკლედ გეტყვით ყველა ზოდიაქოს, გელით სიცხიანი დღეები ეცადეთ ჩრდილ ჩრდილ იაროთ :D:D:D:D
2013, 1 ივლისი, 17:42
კარგი პოსტიაა თევზებიი ვარ:D
0 1 3