x
ორსული კიმ კარდაშიანის სკულპტურა

image

ლოს ანჯელესის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში ორსული კიმ კარდაშიანის სკულპტურა გამოფინეს.

მოქანდაკე დანიელ ედვარდსი ცნობილია მსგავსი ნამუშევრებით, მას ადრეც დაუმზადებია ცნობილი ადამიანების ქანდაკებები, მაგალითად: როგორ აწოვებს ძუძუს ანჯელინა ჯოლი მის შვილს; ბრიტი სპირსის მშობიარობა და სხვა.

მოქანდაკე პროტესტს აცხადებს იმის შესახებ, რომ საზოგადოება კიცხავს კიმს ორსულისთვის შეუფერებელი სამოსის გამო.

"მე მინდა, რომ ადამიანებმა დაინახონ, თუ რაოდენ ლამაზია ორსული ქალი. მის ჩაცმულობასა და მაკიაჟს კი არ უნდა უყურონ, არამედ გაიაზრონ, რომ როდესაც ქალი ბავშვს ელოდება, ეს ყველაზე სასწაული მოვლენაა დედამიწაზე" – განაცხადა ედვარდსმა.







0
16
6-ს მოსწონს
ავტორი:sandy1
sandy1
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0