x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ყვავილები საზაფხულო გარდერობში
ყვავილები საზაფხულო კოლექციების აუცილებელი და მთავარი ტენდენციაა, რომელიც კარგ განწყობას ქმნის და რომანტიკულ იერს ანიჭებს ნებისმიერ სამოსს.

გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებები სავსე იყო ვარდებით, ყაყაჩოებით და ეგზოტიკური ორქიდეებით, ბევრმა დიზაინერმა Chanel, Paul&Joe, Valentino, Etro, Prada.. უპირატესობა მიანიჭა ყვავილებს და ამგვარად აქცენტი გაკეთდა ქალურობას და რომანტიკულობაზე. ყვავილებით იყო მოფენილი
არამარტო სამოსი, არამედ აქსესუარებიც-ფეხსაცმელები, ჩანთები, სათვალეები, შლიაპები...

image

Dolce-Gabbana გაზაფხული-ზაფხული 2013 სარეკლამო კამპანია



ყვავილებიანი ნახატი ჰარმონიულად ლაგდება ნებისმიერ ფერზე: კლასიკურ შავზე, თეთრზე და პასტელის ფერებზე.. ვარდისფერი მაისური და ყვავილებით გაფორმებული შარვალი, მრავალფეროვანი ყვავილებით გაწყობილი კაბა და თეთრი ჟაკეტი, კანისფერი შორტი და ყვავილოვანი მაისური და სანდლები-უამრავი ყვავილოვანი დუეტი შეგიძლიათ შექმნათ, რომელიც მეტად წარმატებული იქნება.

image

Christian-Dior; Moschino; Ralph-Lauren


თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თავიდან ბოლომდე ყვავილებში ნუ გამოეწყობით, ასევე არ შეახამოთ სხვადასხვა სახეობის ყვავილებიანი ნახატი-მაგ. ვარდები მინდვრის ყვავილებთან, ორქიდეები მზესუმზირებთან და ა.შ
საზაფხულო გარდერობის აუცილებელი ნივთია ყვავილებით გაწყობილი კაბა-როგორც კოქტეილის მინი-კაბა, ასევე სარაფანი ფუშფუშა ქვედაბოლოთი...ასევე ყვავილებიანი კოსტუმი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენ ინდივიდუალურობას, ის შეიძლება შეუხამოთ სწორ შარვალს ან ჯინსებს, ერთტონიან გაშლილ-ქვედაბოლოს და ყვავილებიან აქსესუარებსაც...

ყვავილოვანი შარვლები მსხვილი ან ფერადი ნახატებით გაალამაზებს მოსაწყენ საოფისე კოსტუმს და საქმიან იერსახეს მიანიჭებს გარკვეულ ხიბლს. ყვავილებიანი შარვლის და თეთრი ბლუზის ან ერთფეროვანი მაისურის შეხამება აუცილებლად წარმატებული იქნება.
არჩევანი თქვენზეა.

image

Red-Valentino; Cacharel; Stella-McCartney


image

3.1-Philip-Lim; Rag-Bone; Stella-McCartney


image

Zara; Matthew-Williamson; Nina-Ricci


ყვავილებიანი კაბა განწყობას გამოგიკეთებთ თქვენც და გარშემომყოფებსაც და ეფექტურად გამოიყურება ასევე ოფისის კედლებში და წვეულებაზე, ასევე დასვენების დროსაც.

image

ოდრი ტატუ კანის კინოფესტივალზე


ყვავილოვანი კაბის აქტუალურობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე, სადაც ვარსკვლავი-ქალბატონები თავს იწონებდნენ ცნობილი დიზაინერების ყვავილოვან გრძელ კაბებში.

image

ნიკოლ კიდმანი Christian Dior


image

მილა იოვოვიჩი Chanel Couture





0
113
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0