x
image
თეო_თეო
ხუთი რამ, რასაც ადამიანი სიკვდილის წინ ნანობს...


აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ცხოვრების გზის ბოლოს განვლილ წლებს აანალიზებს და ეთსა და ამავე შეცდომებზე საუბრობს, რასაც დიდი სიამოვნებით შეცვლიდა, თავიდან დაიწყებდა შანსი რომ ჰქონოდა....

1
.ნეტავ ისე მეცხოვრა, როგორც მე მინდოდა და არა ისე, როგორც სხვები მოელოდნენ ჩემგან....
ეს არღმოჩნდა მომაკვდავი ადამიანების ყველაზე ხშირად გამოთქმული სინანული. როდესაც სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ბევრი ადამიანი იხსენებს გასულ წლებს და ხვდება, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თავის გულისთქმას არ დაუჯერა და იმას აკეთებდა, რასაც საზოგადოება (მშობლები, ოჯახი, მეგობრები) ელოდა მისგან. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვების შეფასება. ხანდახან იმდენად, რომ მზად ვართ ჩვენს თავს და ოცნებებს ვუღალატოთ. ადამიანს არჩევანის თავისუფლება იმაზე მეტი აქვს ვიდრე ჰგონია. ჯანმრთელობა თავისუფლებაა, მაგრამ ამას მაშინ ვხვდებით, როცა აღარ გვაქვს.......
2. ნეტავ ამდენი არ მემუშავა.....
მომაკვდავი ადამიანები ხშირად ნანობენ, რომ "გააცდინეს" თავისი შვილების პატარაობა, მეუღლის სიყვარული, ახლობლებთან ურთიერთობა იმიტომ, რომ მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პროფესიულ განვითარებას და მეტერიალურ "დოვლათს". თითქმის ყველა ადამიანს ვისაც აქტიური პროფესიული ცხოვრება ჰქონდა, ბოლოს ნანობს, რომ სამსახურს იმაზე მეტი ადგილი დაითმო ცხოვრებაში ვიდრე ეკუთნოდა......
3. ნეტავ ჩემი გრძნობების გამოხატვის სითამამე მქონოდა....
მრავალი ადაიანი იკავებს თავს საკუთარი აზრების და სხვების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვისგან, რომ გარემომცველებთან "მშვიდობა" შეინარჩუნონ. ბრონის ბევრი პაციენტი თვლიდა, რომ სწორედ "მძიმე ცხოვრების და ურთიერთობების სიმწარის" ატანით გამოიწვია თავისი დაავადება. ისინი თვლიან რომ სულ სხვა ადამიანები "გამოვიდოდნენ" გულისტვის, რომ დაეჯერებინათ და ვინც უყვარდათ და ვინც სძულდათ, ყველასთან გამოეხატათ თავისი გრძნობები...
4. ნეტავ მეგობრებთან მეტი დრო გამეტარებინა.....
ხანდახან ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრებთან გატარებული დრო მანამ, სანამ ცოტა დრო არ დაგვრჩება. ადამიანები ისეთი "ჩახვეულები" ხდებიან თავიანთ ცხოვრებაში, ოჯახებში და სამსახურებში, რომ ავიწყდებათ "ოქროს მეგობრების" დაფასება, შენარჩუნება და გვერდში დგომა. ცხოვრების ბოლოს ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ მეგობრებს იმდენი დრო და ყურადღება არ დაუთმო, რაც ეკუთვნოდათ და ამით ბევრი დაკარგა...
5. ნეტავ ჩემი თავისთვის უფლება მიმეცა უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი.....
ბევრი ადამიანი სიცოცხლის ბოლო კვერამდე ვერ ხვდება, რომ "იყო ბედნიერი" არის არჩევანი. ბევრი ნანობს, რომ ბედნიერებას კომფორტი არჩია.მათი ოცნებების დიდი ნაწილი ყოველდღიურ რუტინას შეეწირა და ის, რაც ნამდვილ სიხარულს მიანიჭებდა, ყოველთვის მომავლისთვის აღმოჩნდებოდა გადადებული. ცვლილებების შიში ბევრ ჩვენგანს უკარგავს ბედნიერების შესაძლებლობას და იმ გზებს უკეტავს, რომლებსაც ჩვენი თავის უკეთ შემეცნებისკენ და იმ ცხოვრებისკენ მივყავართ, რომელიც ბედნიერებას მოგვიტანს.....






1
347
2-ს მოსწონს
ავტორი:თეო_თეო
თეო_თეო
347
  
0 1 1