x
image
natia.a
ფოსტალიონი 400 კგ. წერილს სახლში ინახავდა

image

იტალიაში პოლიციამ ერთ-ერთი ფოსტალიონის სახლში 400 კილოგრამი წერილი აღმოაჩინა.

კუნძულ სარდინიაზე, ქ. მორესის მოსახლეობა დიდი ხნის მანძილზე ჩიოდა, რომ წერილები იკარგებოდა და არ მიდიოდა ადრესატებამდე.

პოლიციამ გადაწყვიტა დაეთვალიერებინა ამ წერილებზე პასუხისმგებელი ფოსტის მუშაკის სახლი და აღმოაჩინა სპეციალური სამალავი, სადაც 2009 წლიდან დაკარგული წერილები ინახებოდა.

image
ადგილობრივი სასტუმროს მფლობელის თქმით, ფოსტალიონს, რომლის სახელსაც პოლიცია საჯაროდ არ ასახელებს, უყვარდა ღამის გართობები და სმა. იქნებ ამიტომაც ეზარებოდა დღე მუშაობა... თავად „დამნაშავე“ ვერ ხსნის თავის საქციელს.

მიუხედავად იმისა, რომ ფოსტალიონი არ აპირებდა ამ წერილების ადრესატებამდე მიტანას, მან ისინი თავის სამალავში კატეგორიებადაც დააჯგუფა. პროკურატურა მას წერილების მოპარვაში ადანაშაულებს. ზარმაც ფოსტალიონს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


2
34
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
34
  
2013, 23 ივნისი, 0:29
:D
2013, 23 ივნისი, 0:06
ნნნნნნნნნნნნნნნნნნ
0 1 2