x
image
natia.a
ჟენევაში ციხე (!) გაძარცვეს

imageგუშინ, 21 ივნისს, ორმა მძარცველმა ჟენევის ციხეში შეიარაღებული ძარცვა მოაწყო, იუწყება Agence France-Presse-ი.
ნიღბიანმა, შავებში ჩაცმულმა მძარცველებმა მონფელის ციხეში სამუშაო საათებში შეაღწიეს, გაიტაცეს გარკვეული რაოდენობის თანხა და მიიმალნენ.


ადგილობრივი პოლიციის თქმით, ბოროტმოქმედები მოტოციკლით გადავიდნენ საფრანგეთში. აქ მათ საფრანგეთის პოლიცია დაედევნა, მაგრამ უშედეგოდ. მძარცველთა ძებნა ახლაც მიმდინარეობს.

ცნობილი არ არის, თუ რა რაოდენობის თანხა იქნა გატანილი. ძარცვის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა პენიტენციალური ორგანოს თანამშრომლები მომხდარით ჯერ ისევ შოკში არიან.





ნუ, „ციხეში მძარცველები“ გასაგებია, „ციხის მძარცველები“ კი პირველად მესმის! :))

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0